ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სიახლეები

„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ კონკურსი იწყება.

„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ კონკურსი იწყება.

კონკურსი „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ იწყება.

განაცხადების მიღება 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით.

·        კონკურსზე მიიღება როგორც საბავშვო პროზა, ასევე პოეზია და ინოვაციური პროექტები სამ ასაკობრივ კატეგორიაში: 

0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.

·        ჟანრი და თემატიკა თავისუფალია;

·        კონკურსზე მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე, ჯგუფური პროექტები, მაგ.: მხატვარი და მწერალი; რამდენიმე ავტორი და ა.შ.

·        კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს ერთი ან მეტი განაცხადი;

·        კონკურსზე მიიღება მხოლოდ ამ კონკურსისთვის შექმნილი ან ბეჭდური სახით გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები.

*კონკურსის მთავარი მიზანია ქართული საბავშვო  მწერლობის პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა

კონკურსში „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1.     გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, მოკლე ბიოგრაფია. გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა მიუთითოს წყარო: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.). ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს WORD დოკუმენტით;

2.     საკონკურსო ნაწარმოების დეტალური აღწერა/სინოპსისი (WORD დოკუმენტი,);

3.    ნაწარმოები წარმოდგენილი უნდა იყოს WORD დოკუმენტით, შრიფტი - Sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება - სტანდარტული (Multiple).

განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა:

1.     ყველა მოთხოვნილი ფაილი უნდა გამოგზავნოთ 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელ.ფოსტაზე: konkursi@palitra.ge 

2.     კონკურსზე არ განიხილება:

·        რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები

·        არასრულყოფილი განაცხადები

·        ენობრივად და სტილისტურად გაუმართავი ტექსტები;

·        ტექსტები, რომლებშიც გამოიკვეთება უკვე გამოქვეყნებული ნაშრომების გამეორება-გამოყენების მცდელობა.

ნაწარმოებების შერჩევა გამარჯვებულის გამოვლენა:

·        ნაწარმოებებს სპეციალურად მოწვეული ჟიურის წევრები გაეცნობიან და 1 ივნისს გამოავლენენ მოკლე სიას.

·        ივნისში ასაკობრივი კატეგორიებისა (0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.) და მიმართულების (პოეზია, პროზა, ინოვაციური პროექტი) მიხედვით გამოვლინდება მაქსიმუმ 6 (ექვსი)  გამარჯვებული.

გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023

გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023

21 თე­ბერ­ვალს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ს“ კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ეს­ტუმრნენ. ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ­მა ავ­ტო­რებ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­ზე მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კას გა­ეც­ნენ. მათ გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტორ­მა, მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა და სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უმას­პინ­ძლეს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მაია ალუ­და­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი დამ­წყე­ბი ავ­ტო­რე­ბის ძა­ლი­ან კარ­გი სტარ­ტია სამ­წერ­ლო ცხოვ­რე­ბა­ში.

„მიმ­დი­ნა­რე წელს სამი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გვყავს. ეს გახ­ლავთ სამი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ახალ­გაზ­რდა, რომ­ლე­ბიც გა­მომ­ცემ­ლო­ბას ეს­ტუმრნენ, პი­რა­დად გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კის შე­სა­ხებ მო­ვუ­ყე­ვით და სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე ვი­სა­უბ­რეთ. მათს სამ­წერ­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ეს ძა­ლი­ან კარ­გი სტარ­ტი იქ­ნე­ბა.“

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, წელს კონ­კურსს სამი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰყავს. ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი და რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე გახ­დნენ, ხოლო მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი - მათე ბა­ღაშ­ვი­ლი. მალე მათი ნა­მუ­შევ­რე­ბი მკი­თხველ­თა ფარ­თო წრის­თვის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რაც გა­მარ­ჯვე­ბულ­თათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბა და ამა­ვე დროს, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე: „ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა იყო, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გავ­ხდი. ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში პირ­ვე­ლად გა­ვი­მარ­ჯვე და ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა. კმა­ყო­ფი­ლი ვარ გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან შეხ­ვედ­რით. გა­ვი­ცა­ნით რე­დაქ­ტო­რე­ბი და ძა­ლი­ან მომ­წონს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი. იმე­დი მაქვს, ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­მოგ­ვი­ვა.“

მათე ბა­ღაშ­ვი­ლი: „მად­ლო­ბას ვუხ­დი „პა­ლიტ­რა L-ის“ მთელ გუნდს ამ კონ­კურ­სის შექ­მნის­თვის. „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ არის უდი­დე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი ნიჭი და უნა­რე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნონ. კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის დიდი შან­სია, რომ მათი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა და დღის სი­ნათ­ლეს იხი­ლავს.“

ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი: „ ეს კონ­კურ­სი ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პი აღ­მოჩ­ნდა. ბოლო 2-3 თვე ამ კონ­კურ­სით ვი­ცხოვ­რე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, რა­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო გა­მარ­ჯვე­ბა მოჰ­ყვა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ მე­ტად სა­სი­ა­მოვ­ნო შეხ­ვედ­რა მო­ა­წყო ჩვენ­თვის. ძა­ლი­ან დიდი იმე­დით ვარ სავ­სე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს იმე­დი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მარ­თლდე­ბა.“

კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ 2017 წლი­დან იღებს სტარტს და გა­სუ­ლი 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­ერ­თი ავ­ტო­რის კა­რი­ე­რა­ში გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა. „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ მიერ აღ­მო­ჩე­ნილ ავ­ტორ­თა წიგ­ნე­ბი დღე­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბის ბესტსე­ლერ­თა სი­ა­შია.

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“  ხმის მიცემა დაიწყო

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ ხმის მიცემა დაიწყო

კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023-ის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მა და­ი­წყო. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ახალ ნი­ჭი­ერ ავ­ტო­რებს გა­მო­ავ­ლენს და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გენს. კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი მარ­თლაც ხდე­ბი­ან ბესტსე­ლე­რე­ბი, რომ­ლებ­საც მკი­თხვე­ლი ძა­ლი­ან აფა­სებს.

მიმ­დი­ნა­რე წელს კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის გან­ცხა­დე­ბა და­ფიქ­სირ­და. ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტის კრი­ტე­რი­უ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, 15 ნო­ემ­ბრი­დან გა­მოქ­ვეყ­ნდა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დზე და ხმის მი­ცე­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რჩე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მა 5 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სა­ჯა­რო ხმის მი­ცე­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, წარ­დგე­ნილ ნა­წარ­მო­ე­ბებს სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­უ­ლი ჟი­უ­რიც გა­ეც­ნო­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ მაქ­სი­მუმ 20 რჩე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი გა­მოვ­ლინ­დე­ბა. სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან 10 მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა, და­ნარ­ჩენ კონ­კურ­სან­ტებს კი ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს.

„პა­ლიტ­რა L-ის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მაია ალუ­და­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბია. შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შერ­ჩე­უ­ლი და გა­მო­ცე­მუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ხა­რის­ხი­სა და დო­ნის აწე­ვას ისა­ხავს მიზ­ნად.

„კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­თა ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი ავ­წი­ეთ. თუ აქამ­დე 18 წელი იყო ქვე­და ზღვა­რი, ახლა 21-მდე გავ­ზარ­დეთ და ვფიქ­რობ, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. გან­ვლი­ლი წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა და გვი­კარ­ნა­ხა ეს და სხვა ცვლი­ლე­ბე­ბი. პირ­ველ წლებ­ში სა­ერ­თოდ არ გვქონ­და ასა­კი მი­თი­თე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ბევ­რმა სკო­ლის მოს­წავ­ლემ გა­მოგ­ზავ­ნა თა­ვი­სი ნა­წე­რე­ბი. იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა მოგ­ვეხ­სნა კონ­კურ­სი­დან, რად­გან სრუ­ლი­ად უმ­წი­ფა­რი, ბავ­შვუ­რი ტექ­სტე­ბი იყო, არა­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო კონ­კურ­სის იდე­ას­თან. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი მი­ნი­მა­ლურ ზღვრად 18 წლის და­წე­სე­ბა იყო. ვი­თა­რე­ბა ოდ­ნავ შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მთლი­ა­ნო­ბა­ში მა­ინც ჩა­მო­ყა­ლიბ­და არას­წო­რი აღ­ქმა, რომ ეს არის კონ­კურ­სი მხო­ლოდ დამ­წყე­ბი ავ­ტო­რე­ბის­თვის. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რით, კონ­კურ­სი გუ­ლის­ხმობს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სივ­რცის შექ­მნას ყვე­ლას­თვის - დამ­წყებ­თათ­ვი­საც და უკვე გარ­კვე­უ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ის მქო­ნე ავ­ტო­რე­ბის­თვი­საც, რომ­ლებ­საც და­უგ­როვ­დათ სათ­ქმე­ლი ან ნათ­ქვამ-და­წე­რი­ლი, მაგ­რამ ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ ახერ­ხე­ბენ მკი­თხვე­ლის­თვის მათ გა­ზი­ა­რე­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არი­ან ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ერი­დე­ბი­ან გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ან წე­რის რა­ღაც ეტაპ­ზე გა­ჩერ­დნენ და აზრს ვერ ხე­და­ვენ, რომ და­ას­რუ­ლონ. ეს კონ­კურ­სი მათ­თვი­საც არის, ისე­ვე, რო­გორც სრუ­ლი­ად ახალ­ბე­და ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის,“ - გან­მარ­ტავს მაია ალუ­და­უ­რი.

მაია ალუ­და­უ­რი ახალ­გაზ­რდა, 21 წლამ­დე ავ­ტო­რებს ურ­ჩევს სრუ­ლი ენერ­გია თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მი­მარ­თონ, ბევ­რი იკი­თხონ, ის­წავ­ლონ, ივარ­ჯი­შონ და, რაც მთა­ვა­რია, იგ­რძნონ, რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა მკი­თხვე­ლის წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის გა­მო­ტა­ნა. ხოლო უკვე რო­დე­საც ნამ­დვი­ლად მზად იქ­ნე­ბი­ან მკი­თხვე­ლის წი­ნა­შე წარ­დგო­მის­თვის, მერე მი­ი­ღონ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

„კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ გვინ­და, ეს კონ­კურ­სი გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, რო­გორც წიგ­ნის გა­მო­ცე­მის იოლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ეს არამც და არამც არ არის ასე და შე­ვეც­დე­ბით, ამა­ში ჩვე­ნი მკი­თხვე­ლიც და­ვარ­წმუ­ნოთ. 2023 წლის კონ­კურ­სან­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი უკვე სა­ჯა­როა და ელო­დე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკი­თხვე­ლებს, მხარ­დამ­ჭე­რებს. ჩვენ კი მო­მა­ვალ წელ­საც და ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვე­ლო­დე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რებ­სა და მათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს. ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ჟი­უ­რი მუ­შა­ობს მათ შეს­წავ­ლა-შერ­ჩე­ვა­ზე და ცდი­ლობს, არ გა­მორ­ჩეს არ­ცერ­თი „ნა­პერ­წკა­ლი“. ასე რომ, ვფიქ­რობ, თან­და­თან უფრო გა­იზ­რდე­ბა კონ­კურ­სი­სად­მი რო­გორც ავ­ტო­რე­ბის, ისე მკი­თხვე­ლის ნდო­ბა და სულ უფრო მეტ გულ­შე­მატ­კი­ვარს შე­ვი­ძენთ,“ - და­ა­მა­ტა გა­მომ­ცემ­ლო­ბის მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ტური 5 დე­კემ­ბერს დას­რულ­დე­ბა. მე­ო­რე ტურ­ში, შერ­ჩე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის მიერ პირ­ველ ტურ­ში მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი ანუ­ლირ­დე­ბა და ხმის მი­ცე­მა თა­ვი­დან და­ი­წყე­ბა. მე-2 ტურ­ში ხმის მი­ცე­მა და­ი­წყე­ბა 10 იან­ვარს და დას­რულ­დე­ბა 31 იან­ვარს. 1-ელ თე­ბერ­ვალს კი მაქ­სი­მუმ 3 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ცხად­დე­ბა. მათ­გან ერთი მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა, ორს ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს.

გა­მარ­ჯვე­ბულ ნა­წარ­მო­ე­ბებს „პა­ლიტ­რა L“ გა­მოს­ცემს და მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე იზ­რუ­ნებს. „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი კონ­კურ­სია, რო­მელ­მაც მკი­თხველს უკვე არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რი გა­აც­ნო. მათი რო­მა­ნე­ბი ხში­რად ხვდე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბის ბესტსე­ლერ წიგ­ნებ­ში.

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის გამარჯვებული, რომლის ნაწარმოებმა მკითხველზე ემოციური შთაბეჭდილება დატოვა

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის გამარჯვებული, რომლის ნაწარმოებმა მკითხველზე ემოციური შთაბეჭდილება დატოვა

29 აგვისტო, 2019 წ.

"ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს" - ალ­ბათ, ყვე­ლას გეც­ნო­ბათ ცნო­ბი­ლი იმპრე­სი­ო­ნის­ტი მხატ­ვრის კლოდ მო­ნეს შთამ­ბეჭ­და­ვი ნა­მუ­შევ­რის ეს სა­ხელ­წო­დე­ბა. ბევ­რის­თვის ეს ფრა­ზა მხო­ლოდ ლე­გენ­და­რულ მხატ­ვარ­თან აღარ ასო­ცირ­დე­ბა - ცოტა ხნის წინ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თის ნა­წარ­მო­ებს სწო­რედ „ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს“ ჰქვია.

ეს ხალ­ხის ერთ-ერთი რჩე­უ­ლის, 38 წლის თა­მარ გო­დე­რი­ძის ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მელ­მაც მკი­თხველ­ზე ემო­ცი­უ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. ნა­წარ­მო­ე­ბი ორ ნა­წი­ლა­დაა გა­ყო­ფი­ლი: გო­გოს ნა­წი­ლი და ბი­ჭის ნა­წი­ლი. ორი­ვეს ის­ტო­რია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ემო­ცი­უ­რი და შთამ­ბეჭ­და­ვია უამ­რა­ვი პა­რა­ლე­ლი­თა და სა­ოც­რად „ადა­მი­ა­ნუ­რი“ თავ­გა­და­სავ­ლე­ბით.

ავ­ტორს წე­რის გა­მოც­დი­ლე­ბა ბავ­შვო­ბი­დან აქვს, თუმ­ცა ეს მისი პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია. თა­მარ გო­დე­რი­ძე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია, თუმ­ცა მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მუ­შა­ობს ოჯა­ხის ექი­მად, სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რია და სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს. რო­გორც თა­ვად გვი­ამ­ბო, კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სტუ­დენ­ტე­ბის­გან გან­სა­კუთ­რე­ბულ მხარ­და­ჭე­რას გრძნობ­და.

თა­მარ გო­დე­რი­ძის „ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს“ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე მალე გა­მოჩ­ნდე­ბა, მა­ნამ­დე კი, შეგ­ვიძ­ლია, ავ­ტო­რი უკეთ გა­ვიც­ნოთ:

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, ბედი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ კონ­კურ­სში გე­ცა­დათ?

- კონ­კურსს, შემ­თხვე­ვით, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში წა­ვა­წყდი. მე­უბ­ნე­ბი­ან, ფეხი რომ ავიდ­გი, იქი­დან პა­ტა­რა ჩა­ნა­ხა­ტებს და ლექ­სებს ვწერ­დი. შემ­დეგ რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­წყვი­ტე, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­ვაგ­რძე. ალ­ბათ დად­გა დრო, რო­დე­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო და თა­ვი­სი სა­ხე­ლი დარ­ქმე­ო­და. ამ­გვარ, ბიძ­გად მი­ვი­ღე „პა­ლიტ­რა L-ის“ ეს პრო­ექ­ტი და წერა და­ვი­წყე.

პა­ცი­ენ­ტებ­თან, სტუ­დენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ძა­ლი­ან დიდი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და. მი­მაჩ­ნია, რომ მე­დი­ცი­ნა და ექი­მო­ბა არ არის მხო­ლოდ წამ­ლის და­ნიშ­ვნა და რა­ღა­ცის­თვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა. ხან­და­ხან, ორ­გა­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მიგ­ვიყ­ვა­ნია ბო­ლომ­დე, დაგ­ვიძ­ლე­ვია პრობ­ლე­მა, მაგ­რამ შემ­დეგ ექი­მი­სა და პა­ცი­ენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­სა და პა­ცი­ენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბად გარ­დაქ­მნი­ლა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, იმ­დე­ნად ბევ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო შტრი­ხი გა­მოკ­ვე­თი­ლა... დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი დაგ­როვ­და.

მე ჩემს ნა­წარ­მო­ებს რე­ა­ლიზ­მის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მად აღ­ვიქ­ვამ­დი. მას­ში თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, გარ­კვე­ულ­წი­ლად, თან არ­სე­ბობს, თან არ არ­სე­ბობს. მას­ში არის ძა­ლი­ან ბევ­რი პა­რა­ლე­ლი. რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ ნა­წარ­მო­ებ­ში ყვე­ლა მკი­თხვე­ლი გან­სხვა­ვე­ბულ პა­რა­ლელს იჭერს, ქვე­ტექ­სტებს ხე­დავს. რო­გორც მი­თხრეს, ყვე­ლას­თვის ერთხელ წა­კი­თხვა არ იყო საკ­მა­რი­სი. რა­ღა­ცებს და­უბ­რუნ­დნენ, რა­ღა­ცებს ჩა­ე­ძივ­ნენ, ზოგ­მა სა­კუ­თა­რი თავი აღ­მო­ა­ჩი­ნა, ზოგ­მა -ახ­ლო­ბე­ლი.

ბევ­რის­გან მო­ვის­მი­ნე ორი ფრა­ზა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის, რო­გორც ავ­ტო­რის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: ზოგ­მა მი­თხრა, რომ ცრემ­ლე­ბით და­ას­რუ­ლა ამ ნა­წარ­მო­ე­ბის კი­თხვა და ზოგ­მა - რომ ერთი ამო­სუნ­თქვით წა­ი­კი­თხა.

- თქვენ ხალ­ხის ერთ-ერთი რჩე­უ­ლი გახ­დით. რამ­დე­ნად ელო­დით ასეთ მხარ­და­ჭე­რას?

- არ ვე­ლო­დი, რად­გან ამის­თვის არა­ნა­ი­რი გათ­ვლა არ გა­მი­კე­თე­ბია. გმირს ქმნი, შემ­დეგ კი ის თა­ვი­სით იწყებს მოძ­რა­ო­ბას. თვი­თონ გკარ­ნა­ხობს და თვი­თონ გა­ი­ძუ­ლებს. რაც არ უნდა გინ­დო­დეს, რომ შენი გმი­რი სხვა­ნა­ი­რად მო­იქ­ცეს, ვერ მო­ა­ხერ­ხებ - იქ­ცე­ვა ისე, რო­გორც მას უნდა.

საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი და დატ­ვირ­თუ­ლი კონ­კურ­სი იყო, ჰყავ­და უამ­რა­ვი მო­ნა­წი­ლე. თავ­და­პირ­ვე­ლად, მათი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი 87-ს აღ­წევ­და. ვერ ვი­ტყო­დი, რომ ასეთ მხარ­დამ­ჭე­რას ვე­ლო­დი. რო­გორც ჩანს, ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მან­ძილ­ზე, ამ­დენ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­დე­გად, ბევ­რი ნაც­ნო­ბი და მე­გო­ბა­რი და­მიგ­როვ­და. თუმ­ცა ასეთ შე­დეგს მა­ინც არ ვე­ლო­დი.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­გა­ნაც უდი­დე­სი მხარ­და­ჭე­რა მი­ვი­ღე. „ფე­ის­ბუქ­ზე“ ძა­ლი­ან ბევ­რი აზი­ა­რებ­და, კი­თხუ­ლობ­და. მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რო­დის და­ი­ბეჭ­დე­ბაო. რო­გორც პა­ცი­ენ­ტებ­ში, ისე სტუ­დენ­ტებ­ში, ელ­ვის სის­წრა­ფით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია.

- ში­ნა­არ­სობ­რი­ვად რას მო­ი­ცავს „ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს“ და რა­ტომ არის ის ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი?

- ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, შეგ­ვიძ­ლია, ასე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ: რამ­დე­ნად კარ­გია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ბევ­რი ფიქ­რი და რამ­დე­ნად გვპა­რავს ის დროს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ძი­ე­ბა­ში, ანუ კარ­გია თუ ცუდი, როცა ადა­მი­ა­ნი ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ კი მი­ვი­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, მაგ­რამ, ამა­სო­ბა­ში, ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ გა­მო­ტო­ვა. ვი­ტყო­დი, რომ აქ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ერ­თმა­ნეთ­გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბაა აღ­წე­რი­ლი, რომ­ლე­ბიც, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ერ­თად აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან, მაგ­რამ ტკი­ვი­ლი ახ­ვედ­რებთ ერ­თმა­ნეთს. მერე ყვე­ლა­ფე­რი ლაგ­დე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც წვი­მის შემ­დეგ მზეა, შემ­დეგ ისევ წვიმს და არას­დროს არა­ფე­რია ერ­თფე­რო­ვა­ნი, ისე იც­ვლე­ბა მათი ცხოვ­რე­ბა და ისევ მო­დის გარ­კვე­უ­ლი ნე­გა­ტი­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელს, რო­გორც კი პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის წერა დავსრუ­ლე, და­ვარ­ქვი „ლექ­სე­ბად აკინ­ძუ­ლი ცრემ­ლე­ბი“. იქ არის ერთ-ერთი მო­მენ­ტი, რო­მელ­შიც ნახ­სე­ნე­ბია კლოდ მო­ნეს ნა­ხა­ტი „ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს“. გა­მოგ­ზავ­ნამ­დე 5 წუ­თით ადრე „ლექ­სე­ბად აკინ­ძუ­ლი ცრემ­ლე­ბი“ თვალ­ში ნე­გა­ტი­უ­რად მომ­ხვდა, სას­წრა­ფოდ მოვხსე­ნი და და­ვარ­ქვი „ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს“.

რო­გორც კი ამ სა­თა­უ­რით რო­მა­ნი „პა­ლიტ­რა L-ში“ გავ­გზავ­ნე, კარ­ზე გა­ის­მა ზა­რის ხმა. რო­დე­საც გა­ვა­ღე, დამ­ხვდა გოგო, ხელ­ში ყვა­ვი­ლე­ბით და­ხუნძლუ­ლი დიდი თა­ი­გუ­ლით, რო­მელ­საც ყიდ­და. მი­თხრა, რომ 7 ლარი ღირ­და. რა თქმა უნდა, შე­ვი­ძი­ნე. იმ ყვა­ვი­ლებ­მა იცო­ცხლა კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე. კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ტური და­ი­წყო 7 ივ­ნისს და დამ­თავ­რდა 7 ივ­ლისს, ჩემ მიერ დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი 7 227 აღ­მოჩ­ნდა. ასე­თი „მი­ზეზ- შე­დე­გობ­რი­ვი“ დამ­თხვე­ვა იყო, რო­მე­ლიც იღ­ბლი­ა­ნიც აღ­მოჩ­ნდა.

"არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლის სა­ხით, ჩვენ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მწე­რა­ლი შე­ვი­ძი­ნეთ." - გაიცანით ჟიურის რჩეული ავტორი

"არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლის სა­ხით, ჩვენ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მწე­რა­ლი შე­ვი­ძი­ნეთ." - გაიცანით ჟიურის რჩეული ავტორი

29 აგვისტო, 2019 წ.

"არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლის სა­ხით, ჩვენ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მწე­რა­ლი შე­ვი­ძი­ნეთ. ავ­ტორ­მა იმ­დე­ნად მა­ღა­ლი კლა­სი აჩ­ვე­ნა, რომ, მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, ჟი­უ­რი ერ­თსუ­ლო­ვა­ნი იყო" - ეს სი­ტყვე­ბი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის" ჟი­უ­რის ერთ-ერთ წევ­რს, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ეკუთ­ვნის.

არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლის "ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შე" ავ­ტო­რის ერ­თა­დერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბია, რო­მე­ლიც მას გან­ვლი­ლი 37 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­წე­რია. პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბამ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ჟი­უ­რის უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

AMBEBI.GE-მ გა­და­წყვი­ტა, "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის" ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლი, რომ­ლის წიგნ­საც მკი­თხვე­ლი მალე იხი­ლავს, უფრო ახ­ლოს გა­გაც­ნოთ.

არ­ჩი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია - ცნო­ბი­ლი ფიტ­ნეს­ცენ­ტრე­ბის მფლო­ბე­ლია. ამას­თან, ჩარ­თუ­ლია ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბის პრო­ექ­ტე­ბის შექ­მნა­ში. "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის" ერთ-ერთ გა­მარ­ჯვე­ბულს კი­თხვა ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და და „პა­ლიტ­რა L”-ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის შე­სა­ხე­ბაც „ბიბ­ლუს­ში“, წიგ­ნის სა­ყიდ­ლად შე­სულ­მა გა­ი­გო.

- რა გახ­და „ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შის“ და­წე­რის ინ­სპი­რა­ცია?

- კონ­კრე­ტუ­ლი ინ­სპი­რა­ცია არ არ­სე­ბობს, ალ­ბათ, ჯამ­ში ერ­თად, ბევ­რმა რა­ღა­ცამ მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. ჩემ­თვის წერა სტრე­სის მოხ­სნი­სა და გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, დღი­უ­რის წარ­მო­ე­ბის მსგავ­სი, ბავ­შვო­ბა­ში რომ აკე­თებ, თუმ­ცა მე უკვე „დი­დუ­რი“ დღი­უ­რი გა­მო­მი­ვი­და.

- ნა­წარ­მო­ებ­ში თქვე­ნი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ არის მო­თხრო­ბი­ლი თუ გა­მო­გო­ნილ ის­ტო­რი­ებ­სა და გმი­რებს გვაც­ნობთ?

ალ­ბათ ორი­ვე - პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბაც, რო­მე­ლიც მხატ­ვრუ­ლად არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი, და შე­თხზუ­ლიც. კონ­კრე­ტუ­ლი ის­ტო­რია, რის გა­მოც „ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შე“ დავ­წე­რე, არ მაქვს. უბ­რა­ლოდ, თით­ქოს კონ­კრე­ტუ­ლი რა­ღა­ცის­თვის კი არ წერ, იმის­თვის წერ, რომ სხვა გზა არ გაქვს, გჭირ­დე­ბა ეს... აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, რომ რა­ღაც ასე­თი გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

- ში­ნა­არ­სის შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბეთ. რას ეხე­ბა წიგ­ნი?

- ეს წიგ­ნი ყვე­ლა­ფერ­ზეა, ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შის გარ­და. წა­კი­თხვის შემ­დეგ ჩანს, რა­ტომ ჰქვია „ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შე“. მისი ში­ნა­არ­სი არის იმ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ან­ში ხდე­ბა. გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში ალ­ბათ ყვე­ლა გა­დის პე­რი­ოდს, როცა ძვე­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი აზრს კარ­გავს, რა­ღაც ახ­ლის ძი­ე­ბა­ში ხარ, უამ­რა­ვი კი­თხვის ნი­შა­ნი გიჩ­ნდე­ბა, ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ შენს მა­ნამ­დე გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას, არ იცი, მო­მა­ვალ­ში რა გინ­და, და სა­დღაც შუ­ა­ში ხარ გა­ჩხე­რი­ლი. ალ­ბათ ამა­ზეა ეს მო­თხრო­ბა - შუ­ა­ში გა­ჩხე­რილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

მთე­ლი მო­თხრო­ბა კი­თხვის ნიშ­ნე­ბია, რომ­ლებ­ზეც პა­სუ­ხი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ჩემ­თვის უამ­რა­ვი კი­თხვა ჯერ კი­დევ უპა­სუ­ხოდ არის დარ­ჩე­ნი­ლი.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომ „პა­ლიტ­რა L”-ის კონ­კურ­სში მი­გე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რა მო­ლო­დი­ნი გქონ­დათ ამ კონ­კურ­სი­დან?

- „ბიბ­ლუს­ში“ დავ­დი­ვარ ხოლ­მე, წიგ­ნებს ვყი­დუ­ლობ, ახალ ავ­ტო­რებს სულ ვეც­ნო­ბი. ერთ-ერთი ავ­ტო­რი, რომ­ლის წიგ­ნიც მირ­ჩი­ეს, სწო­რედ ამ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იყო. ამ ავ­ტო­რის ნა­წარ­მო­ე­ბის კი­თხვი­სას გა­ვი­გე, რომ მსგავ­სი კონ­კურ­სი არ­სე­ბობს. მო­თხრო­ბა ბო­ლომ­დე და­წე­რი­ლი არ მქონ­და, როცა გავ­გზავ­ნე. კონ­კურ­სის ფორ­მა­ტიც ასე­თი იყო, რომ ნა­წარ­მო­ე­ბის და­სა­წყი­სი უნდა გა­გეგ­ზავ­ნა. და­სა­წყი­სის გაგ­ზავ­ნის შემ­დეგ, და­ვას­რუ­ლე წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბა.

ამ კონ­კურ­სში იმი­ტომ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ სხვა მსგავ­სი კონ­კურ­სი არ არ­სე­ბობს.

მო­გე­ბის გარ­და, ყვე­ლაფ­რის მო­ლო­დი­ნი მქონ­და. ალ­ბათ, სა­კუ­თარ ნა­წერს ადა­მი­ა­ნი უფრო კრი­ტი­კუ­ლად აღიქ­ვამ, როცა გა­მოც­დი­ლე­ბა არ გაქვს და არა­ვის არ უთ­ქვამს, შენი ნა­წარ­მო­ე­ბი კარ­გია ან ცუდი. ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო შე­ფა­სე­ბა, კარ­გი მო­თხრო­ბა გა­მომ­დი­ო­და თუ ცუდი.

ამ კონ­კურ­სში ნა­მუ­შევ­რის გაგ­ზავ­ნი­სას, ჩემი მი­ზა­ნი იყო ის, რომ სა­კუ­თარ თავ­თან გა­მერ­კვია, რა­ღაც ღი­რე­ბუ­ლი გა­მომ­დი­ო­და თუ არა. თუ ღი­რე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მოგ­დის, ჟი­უ­რის წევ­რებ­მა ეს უნდა შე­ნიშ­ნონ. თა­ვი­დან­ვე ასე გა­დავ­წყვი­ტე, თუ ჟი­უ­რიმ ჩემს მო­თხრო­ბა­ში რა­ღაც ღი­რე­ბუ­ლი და­ი­ნა­ხა, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ არა­და, არა უშავს, მი­ლი­ონ ადა­მი­ანს და­უ­წე­რია რა­ღაც და წა­უშ­ლია ან გა­და­უგ­დია-მეთ­ქი.

მო­გე­ბა­ზე დი­დად არ მი­ფიქ­რია. გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, ასეთ შე­ფა­სე­ბას არ მო­ვე­ლო­დი და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მოჩ­ნდა. ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი ჯილ­დო, რაც მი­ვი­ღე!

„ყველაფერს, რაც ჩინეთში ვნახე, თითქოს თვალებით გადავუღე ფოტოები“ - ვინ არის ჟიურის რჩეული ავტორი - ნიკოლას მაჩაბელი?

„ყველაფერს, რაც ჩინეთში ვნახე, თითქოს თვალებით გადავუღე ფოტოები“ - ვინ არის ჟიურის რჩეული ავტორი - ნიკოლას მაჩაბელი?

29 აგვისტო, 2019 წ.

მწერ­ლის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჰქონ­დეს თა­ვი­სი წიგ­ნი, რათა მკი­თხველს მისი ნა­წარ­მო­ე­ბის გაც­ნო­ბი­სა და მისი გმი­რე­ბის ის­ტო­რი­ე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეს. ეს ერ­თგვა­რად, მწერ­ლის აღი­ა­რე­ბას ნიშ­ნავს, რად­გან თუნ­დაც თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი წიგ­ნი ავ­ტორ­სა და ნა­წარ­მო­ებს უკ­ვდა­ვე­ბას ანი­ჭებს.

ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი, ანუ ბექა ბა­ღაშ­ვი­ლი, ერთ-ერთი იყო, ვინც ოც­ნე­ბობ­და, თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბი წიგ­ნის სა­ხით გა­მო­ე­ცა. ბე­ქამ ამის­თვის ბრძო­ლა და­ი­წყო, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­მომ­ცემ­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და წიგ­ნის გა­მო­ცე­მა თით­ქმის და­უძ­ლე­ველ სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამის გამო, ბე­ქას იმე­დი არა­ერ­თხელ გა­უც­რუვ­და, თუმ­ცა „პა­ლიტ­რა L”-ის კონ­კურ­სში „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა მა­ინც გა­და­წყვი­ტა და ჟი­უ­რის ერთ-ერთი რჩე­უ­ლიც გახ­და.

ბექა ბა­ღაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით გე­ოგ­რა­ფია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­სი პრო­ფე­სია მოს­წონს, მო­მა­ვალს მა­ინც ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ხე­დავს. ფიქ­რობს, რომ ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი იქ­ნე­ბა ფსევ­დო­ნი­მი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რის ყვე­ლა მოყ­ვა­რუ­ლი და­ი­მახ­სოვ­რებს, მა­ნამ­დე კი მწე­რალს ბევ­რი სა­მუ­შაო აქვს.

ნი­კო­ლას მა­ჩაბ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბი „ჩა­ი­ნა კონ­ტრას­ტე­ბი­დან“ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის მის­ტი­კი­თა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე ჩი­ნურ გა­მოც­დი­ლე­ბას აღ­წერს, მკი­თხველს უამ­ბობს, რას ნიშ­ნავს დარ­ჩე მარ­ტო უცხო გა­რე­მო­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ში, რო­მელ­თა­ნაც არა­ფე­რი გა­კავ­ში­რებს. ამ ემო­ცი­ე­ბით სავ­სე ნა­წარ­მო­ებ­მა ჟი­უ­რის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მწე­რალს იმე­დი აქვს, რომ ჩი­ნე­თის გა­ნა­პი­რა პრო­ვინ­ცი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი მის­ტი­კით სავ­სე გა­მოც­დი­ლე­ბა მკი­თხველ­ზე წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და­ტო­ვებს.

ახალ­გაზ­რდა მწე­რალ­მა ჩი­ნუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და „პა­ლიტ­რა L”-ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის დე­ტა­ლებ­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბო.

პრო­ფე­სი­ით გე­ოგ­რაფ­მა და თქვენს საქ­მე­ში რე­ა­ლი­ზე­ბულ­მა ახალ­გაზ­რდამ რო­გორ და­ი­წყეთ მწერ­ლო­ბა, რამ გი­ბიძ­გათ ამის­კენ?

ბავ­შვო­ბი­დან ვწერ­დი. თავ­და­პირ­ვე­ლად, ლექ­სე­ბის წერა და­ვი­წყე, რომ­ლე­ბიც სკო­ლის გა­ზეთ­შიც და­ი­ბეჭ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­შიც, ძი­რი­თა­დად, ლექ­სებს ვწერ­დი, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი. თსუ-ის ლი­ტე­რა­ტუ­რულ კლუბ­შიც გავ­წევ­რი­ან­დი, ჩემი ლექ­სე­ბი იბეჭ­დე­ბო­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა გა­ზეთ­სა და ჟურ­ნალ­ში. სა­ბო­ლო­ოდ, 2010 წელს, უნი­ვერ­სი­ტეტს რომ ვამ­თავ­რებ­დი, პირ­ვე­ლად დავ­წე­რე დიდი ნო­ვე­ლა. ეს ნა­წარ­მო­ე­ბი გავ­გზავ­ნე მა­შინ­დელ „ლი­ტე­რა­ტუ­რულ პა­ლიტ­რა­ში“ და მა­შინ­ვე და­მი­ბეჭ­დეს. ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ჩემი ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­ვი­და უფრო შორს, ვიდ­რე სა­მე­გობ­რო წრე და უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ეს ნო­ვე­ლა „ვაშ­ლი და ფორ­თოხ­ლე­ბი“აგ­ვის­ტოს ომის თე­მა­ტი­კა­ზე იყო.

ამან შთა­გა­გო­ნათ, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუ­შა­ო­ბა არ შე­გე­ჩე­რე­ბი­ნათ?

ამის შემ­დეგ, სულ ვწერ­დი. თა­ნაც, ხში­რად ვიც­ვლი­დი ფსევ­დო­ნი­მებს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­რი­ოდ­ში, ფსევ­დო­ნი­მად მქონ­და - „ბექ ნი­კა­სო­ნი“.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­ვი­წყე. ეს სამ­სა­ხუ­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ჩამ­ხუთ­ვე­ლი და დამ­ზაფვ­რე­ლი აღ­მოჩ­ნდა. და­ახ­ლო­ე­ბით, 4-5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­თსა და იმა­ვე სის­ტე­მა­ში გა­დაბ­მით ვმუ­შა­ობ­დი. ფაქ­ტობ­რი­ვად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის შემ­დეგ, შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას, მღელ­ვა­რე­ბას, სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას მოვ­წყდი და ჩა­ვე­ბი სა­ო­ფი­სე ცხოვ­რე­ბა­ში, რა­მაც ძა­ლი­ან „შემ­ჭა­მა“ და „დამღრღნა“.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ და­მე­წყო ერ­თგვა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აფეთ­ქე­ბა. ვწერ­დი იმა­ზე, რა­საც ვხე­დავ­დი, რაც ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო უწყე­ბებ­სა და სა­ო­ფი­სე ცხოვ­რე­ბა­ში. ეს იყო ჩემი ძი­რი­თა­დი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შთა­გო­ნე­ბა. ჩემი ნო­ვე­ლე­ბი გა­და­დი­ო­და ფან­ტას­ტი­კა­ში, მის­ტი­კა­ში და იძენ­და სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხეს. რამ­დე­ნი­მე ნო­ვე­ლა და­მიგ­როვ­და და გა­დავ­წყვი­ტე, მა­შინ­დე­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის გა­მეგ­ზავ­ნა. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, პირ­ვე­ლი­ვე ცდა­ზე მო­ე­წო­ნათ.

თქვე­ნი სა­ხე­ლი და გვა­რია ბექა ბა­ღაშ­ვი­ლი. ფსევ­დო­ნი­მად ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი რა­ტომ აირ­ჩი­ეთ?

ეს ფსევ­დო­ნი­მი ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტორ­თან კა­მა­თი­სას და­ი­ბა­და. რე­დაქ­ტორ­მა მი­თხრა, ყელ­ში ამო­მი­ვი­და ფსევ­დო­ნი­მე­ბით წერა და არ და­გი­ბეჭ­დავ ფსევ­დო­ნო­მი­თო. ვუ­თხა­რი, რომ სა­ხე­ლი­თა და გვა­რით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა არ მსურ­და, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა: „მა­შინ კარ­გი, არ დავ­ბეჭ­დავ“.

სა­შინ­ლად გა­მიც­რუვ­და იმე­დი. ამ კა­მა­თი­დან ზუს­ტად, ორ დღე­ში მომ­წე­რა, რომ ჩემს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე თა­ნახ­მა იყო და სურ­და, ფსევ­დო­ნი­მი ამერ­ჩია. ფსევ­დო­ნი­მად ყო­ველ­თვის ევ­რო­პუ­ლი სა­ხე­ლი მინ­დო­და. ფრან­გუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და კინო ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ნი­კო­ლა­სი რო­გორც სა­ხე­ლი, ძა­ლი­ან მომ­წონს, კარ­გად ჟღერს. რაც შე­ე­ხე­ბა გვარს, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბა­ღაშ­ვი­ლე­ბი აზ­ნა­უ­რე­ბი იყ­ვნენ, თა­ვა­დუ­რი გვა­რი ავარ­ჩიე. ასე­ვე, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ივა­ნე მა­ჩაბ­ლის ფაქ­ტორ­მაც, რო­მელ­მაც, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს­თან ერ­თად, შექ­სპი­რი პირ­ველ­მა თარ­გმნა და, სა­ერ­თოდ, დიდი ღვაწ­ლი ჰქონ­და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­წყი­სებ­თან. 3 წლის წინ, ასე გავ­ხდი ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი.

სა­ბო­ლო­ოდ, გა­და­წყვი­ტეთ, სა­ო­ფი­სე ცხოვ­რე­ბა გვერ­დით გა­და­გე­დოთ და ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლად ჩი­ნეთ­ში წა­სუ­ლი­ყა­ვით. რო­გორც კონ­კურ­სი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, სწო­რედ აქ და­ი­ბა­და „ჩა­ი­ნა კონ­ტრას­ტე­ბი­დან“. გვი­ამ­ბეთ ჩი­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ...

პირ­ველ რიგ­ში, რა­მაც ამ ნა­წარ­მო­ე­ბის წერა შთა­მა­გო­ნა, სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბა იყო. მე­ნატ­რე­ბო­და ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი... ჩი­ნე­თი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის.

ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვიც­ნობთ, რაც ვი­ცით, ლი­ტე­რა­ტუ­რა, კინო, იქ არა­ფერს ნიშ­ნავ­და. იმ­დე­ნად სხვა სამ­ყა­რო იყო, რომ თავი ძა­ლი­ან მარ­ტოდ ვიგ­რძე­ნი. ამას­თან, აღ­მოვ­ჩნდი ქა­ლაქ­ში, სა­დაც უცხო­ე­ლი არა­ვინ იყო, პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი უცხო­ე­ლი მე აღ­მოვ­ჩნდი. ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლად ვი­ყა­ვი ციმ­ბირ­თან ახ­ლოს, ჩრდი­ლო­ეთ პე­რი­ფე­რი­ა­ში, რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან. და­ვი­წყე უკვე იმა­ზე ფიქ­რი, თუ რა ვი­ყა­ვი მე ამ ქა­ლა­ქის­თვის და რა იყო ეს ქა­ლა­ქი ჩემ­თვის, ანუ ნი­კო­ლას მა­ჩაბ­ლის­თვის.

პირ­ველ ნა­წილ­ში აღ­წე­რი­ლია ის ამ­ბე­ბი, თუ რო­გორ ჩა­დის იქ, რო­გორ ერ­გე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­გორ იწყებს ცხოვ­რე­ბას, მუ­შა­ო­ბას. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, არის დე­დი­სა და სამ­შობ­ლოს გა­ნუ­წყვე­ტე­ლი მო­ნატ­რე­ბა, შენი ცუდი და მტკივ­ნე­უ­ლიც რომ გე­ნატ­რე­ბა. აღ­წე­რი­ლია მი­ა­მი­ტუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გუ­ლუბ­რყვი­ლო პერ­სო­ნა­ჟი­სა, რო­მელ­მაც არ იცის, რა მოხ­დე­ბა მის თავს. მე­ო­რე ნა­წი­ლიც მთლი­ა­ნად ჩი­ნეთს ეხე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერთ კვი­რა­შია და­წე­რი­ლი.

ყვე­ლა­ფერს, რაც ჩი­ნეთ­ში ვნა­ხე, თით­ქოს თვა­ლე­ბით გა­და­ვუ­ღე ფო­ტო­ე­ბი, მერე ეს ყვე­ლა­ფე­რი შევ­კა­რი და ავა­გე სი­უ­ჟე­ტი, რო­მე­ლიც მკი­თხველს, იმე­დია, და­ა­ინ­ტე­რე­სებს.

რა­ტომ სა­ხე­ლი „ჩა­ი­ნა კონ­ტრას­ტე­ბი­დან“?

ეს სა­ხე­ლი ჩი­ნეთ­ში შე­ვარ­ჩიე, რად­გან აღ­მო­სავ­ლე­თის ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­ოც­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და კონ­ტრას­ტუ­ლი იყო.

როცა „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ და­ი­წყო, თქვე­ნი ნო­ვე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნალ­ში უკვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო, შე­სა­ბა­მი­სად, მკი­თხვე­ლის ნა­წი­ლი გიც­ნობ­დათ. რა მო­ლო­დი­ნე­ბი გქონ­დათ კონ­კურ­სი­დან?

მას მერე, რაც ნო­ვე­ლებს ვწერ­დი და ვგზავ­ნი­დი, სულ იბეჭ­დე­ბო­და. ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში - „რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია“ - და გა­ვი­მარ­ჯვე.

სა­ბო­ლო­ოდ, ჩემი ნო­ვე­ლე­ბი წიგ­ნად შევ­კა­რი და გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­ში გავ­გზავ­ნე. არ­ცერ­თი მათ­გა­ნის­გან პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია. მო­ვი­და და­პი­რე­ბე­ბი, „წა­ვი­კი­თხავთ“, „შემ­დეგ­ში ვნა­ხავთ“, „ცოტა ხან­ში მო­დით“, მაგ­რამ არა­ვის­გან არა­ფე­რი მო­სუ­ლა. ისიც კი არ უპა­სუ­ხი­ათ, რომ წა­ი­კი­თხეს და არ მო­ე­წო­ნათ. ამის გამო ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ნო­ვე­ლე­ბის კრე­ბუ­ლის და­ბეჭდ­ვა­ზე ხელი ჩა­ვიქ­ნიე. არა­და, ყო­ველ­თვის მინ­დო­და, რომ ნი­კო­ლას მა­ჩაბ­ლის წიგ­ნი გა­მო­სუ­ლი­ყო. მწერ­ლის­თვის წიგნს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. წიგ­ნი იქ­ნე­ბა ყო­ველ­თვის, შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში იდოს, მაგ­რამ იქ­ნე­ბა, იცო­ცხლებს. მწე­რა­ლი უფრო ცო­ცხლობს და შე­მორ­ჩე­ბა, თუ მისი წიგ­ნი არ­სე­ბობს.

და აი, გა­მოჩ­ნდა „პა­ლიტ­რა L”-ის პრო­ექ­ტი. უკე­თე­სი რა უნდა მომ­ხდა­რი­ყო? - ამ პრო­ექ­ტში წიგნს მი­ბეჭ­და­ვენ.

კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, მცი­რე იმე­დი მქონ­და, გული რომ ნა­ხე­ვარ­ზე გაყო, ისე­თი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი გავ­ხდი და ჩემი წიგ­ნი მალე გა­მოჩ­ნდე­ბა თა­რო­ებ­ზე.