
სუნთქვა სიცოცხლის საფუძველია, თუმცა ადამიანთა უმეტესობა ამ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან მოქმედებას არასწორად ასრულებს, რაც ჩვენს ჯანმრთელობაზე იმაზე დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე წარმოგვიდგენია. წიგნში „სუნთქვის ძალა” ჟურნალისტი ჯეიმს ნესტორი მოგვითხრობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის შესახებ, რომლის მიზანიცაა სუნთქვის შესახებ არსებული დაფარული თუ მივიწყებული ცოდნის ხელახლა აღმოჩენა. პრანაიამასა და ტუმოს მსგავსი უძველესი ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისა და თანამედროვე სამეცნიერო კვლევების მაგალითზე ავტორი გვიჩვენებს, რომ სუნთქვის ტექნიკის მცირე ცვლილებასაც კი შეუძლია ძილის გამოსწორება, ფიზიკური შესაძლებობების გაზრდა, სტრესის შემცირება და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება. მეცნიერულ მტკიცებულებებსა და შთამბეჭდავ ისტორიებზე დაფუძნებული ეს წიგნი სრულიად ახალი პერსპექტივიდან წარმოგიდგენთ სუნთქვის, როგორც საბაზისო ბიოლოგიური ფუნქციის, შესაძლებლობებს და გთავაზობთ პრაქტიკულ ცოდნას, რომელსაც შეუძლია უკეთესობისკენ რადიკალურად შეცვალოს ადამიანების ცხოვრების ხარისხი. ეს წიგნი წარმოდგენას შეგიცვლით სუნთქვის არსსა და ფუნქციაზე!"
ჟანრი:
თვითგანვითარება
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941387449
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
336
წიგნის ფორმატი:
15,5x23,5
გამოშვების წელი:
2026