
ნიკოლოზ გაბაონი
წლები: -
ნიკოლოზ გაბაონი ფსევდონიმია საქართველოში აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს ვალერიან გაბაშვილისა. იგი 1911 წელს, ციმბირში გადასახლებული პოლიტპატიმრის ოჯახში დაიბადა. მამა, ნიკოლოზ გაბაშვილი, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრი, 1924 წელს ოკუპანტების წინააღმდეგ აჯანყებულთა რიგში იდგა. 1942 წელს იგი გადაასახლეს.