
მრავალმხრივი იტალიელი მწერლის, ფილოსოფოსის, ენათმეცნიერისა და კულტურის კრიტიკოსის უმბერტო ეკოს „ახალგაზრდა რომანისტის აღსარება“ 2011 წელს გამოიცა და აერთიანებს მწერლის 4 გვიანდელ ლექციას. ეკო ჰყვება ლიტერატურის ბუნებაზე, რეალობისა და გამონაგონის ურთიერთმიმართებაზე, წერაზე, როგორც შემოქმედებით მეთოდზე და თავის საყვარელ სიებზე. აქ კარგად ჩანს, როგორ იქცევა რომანისტად ეკო, როგორც სემიოტიკის მკვლევარი, და რამდენი საერთო აქვს მეცნიერებასა და ლიტერატურას - უპირველესად, რომანის დაწერამდე ჩასატარებელი სამეცნიერო კვლევის კუთხით. ამ წიგნით მკითხველი გაიგებს, როგორ იწერებეოდა ეკოს ისეთი ცნობილი რომანები, როგორებიცაა: „ვარდის სახელი“, „პრაღის სასაფლაო“, „ფუკოს ქანქარა“ და სხვა წიგნები; შეიხედავს მწერლის ლაბორატორიაში და გაეცნობა ნაწარმოების წაკითხვის სხვადასხვა ხერხსა და დეტალების მიმართ მწერლის დამოკიდებულებას. ლიტერატურის თეორიის სპეციფიკურ თემებზე სერიოზული მსჯელობის მიუხედავად, „ახალგაზრდა რომანისტის აღსარებას“ სათაურიდანვე თან დაჰყვება ეკოს ჩვეული იუმორი და ისეთივე საინტერესო საკითხავია, როგორიც მისი რჩეული რომანები. „ინტერვიუებში ხშირად მეკითხებიან: „როგორ წერთ რომანებს?“ ჩვეულებრივ, ამაზე საკმაოდ მოკლე და მკაფიო პასუხი მაქვს: „მარცხნიდან მარჯვნივ“.
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941387937
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
248
წიგნის ფორმატი:
21x14.2
გამოშვების წელი:
2026