logo
basket
flag
ქორწილის სტუმრები

ქორწილის სტუმრები

დიდებული სასტუმრო, ქორწილის სტუმრების მხიარულება, შოკოლადის ღვინის (სხვათა შორის, არც ისე მაღალი ხარისხის) ზღვა და ქმრის ღალატისგან და უშვილობისგან გულგატეხილი ფიბი, რომელსაც თავის მოკვლა გადაუწყვეტია ძვირადღირებულ ნომერში. ეს რომანი უპირველესად საკუთარი თავის ძიებაზეა, მთავარი გმირის ამბოხზე, რომ არ დაემორჩილოს სხვათა ნება-სურვილსა და ცხოვრების წესებს; ცოლქმრულ და მეგობრულ ურთიერთობებზე, როგორ განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან და რად შეიძლება გადაიქცეს. სასტუმროში სრულიად უცნობ ხალხთან გატარებული რამდენიმე დღე მთლიანად შეცვლის არა მარტო ფიბის ცხოვრებას, არამედ თავად მასაც და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის მიღებასაც იმ, ძველ ცხოვრებაში ვერასდროს გაბედავდა. "ქორწილის სტუმრები" Goodreads Choice Awards 2024-ის გამარჯვებული რომანია, ის გამოქვეყნებისთანავე გახდა ბესტსელერი, რომლის ეკრანიზაციის უფლება კომპანია TriStar Pictures-მა მოიპოვა.

ჟანრი:


მხატვრული ლიტერატურა

ასაკი:


უფროსებისთვის

ISBN:


9789941387968

წიგნის ენა:


ქართული

ყდის ტიპი:


რბილი

გვერდები:


440

წიგნის ფორმატი:


14/21

გამოშვების წელი:


2026

მსგავსი წიგნები