
"ოდისეა ლიტერატურის მთავარი ამბავია - წასვლისა და დაბრუნების მარადიული ციკლი. დაბრუნდა კი ოდისევსი ითაკაში? იყო კი ოდისევსი ისევ ოდისევსი და ითაკა ისევ ის ქვიანი, უნაყოფო და ძალიან საყვარელი ადგილი? რას ვკარგავთ მაშინ, როდესაც წასვლას გადავწყვეტთ? რა გზაა სიტყვებს „ჩემსა"" და „სხვას"" შორის? ლელა ლაშხის „ჩემი სხვა"" კიდევ ერთი ლიტერატურული ოდისეაა, სადაც ერთმანეთს ხვდება ბავშვობის სოფელი და უცხო ქალაქი, სამშობლოში დაბრუნების სიხარული და წასვლის სიმძიმე, ოჯახური სიყვარული და დანაკარგით გაჩენილი მტკივნეული, მოურჩენელი სიცარიელე. ხედვის წერტილი სხვადასხვაა - ხან ძალიან პირადი ამბებია, ხანაც სხვების, შემთხვევითი გამვლელების, უცხო ადამიანების, ლიტერატურული პერსონაჟების, მოულოდნელი და უცნაური მოვლენების თუ ყველასთვის ნაცნობი და მრავალჯერ განცდილი გრძნობების. რას ნიშნავს წასვლა? როდის მივდივართ - მაშინ, როცა თვითმფრინავის ბილეთს ვყიდულობთ თუ მაშინ, როდესაც ახალი ქალაქი გვიყვარდება? „ჩემი სხვა"" წასვლისა და ლიტერატურული დაბრუნების წიგნია, ისეთივე, როგორიც თავად ავტორის ბიოგრაფია.
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941387784
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
256
წიგნის ფორმატი:
130/195
გამოშვების წელი:
2026