
4
მარაგშია
მთვარეზე ამბოხებაა _ ყოფილი შრომა-გასწორების კოლონია აუჯანყდა მმართველ ადმინისტრაციასა და დედამიწას, რადგან მთვარეზეც არ არის ამოუწურავი სასიცოცხლო რესურსი და მის მოსახლეობას შიმშილით სიკვდილი ელის. მთვარეულებს უკვე თავიანთი კულტურა აქვთ, თავიანთი წყობა, ოჯახური კავშირები, თუმცა ჩვენთვის, დედამიწელებისთვის, ცოტა უჩვეულო. აქ ათასნაირი ჯურისა და მრწამსის ხალხი ცხოვრობს, მათ შორის არიან რევოლუციის შემოქმედნი: კომპიუტერის ოპერატორი ახალგაზრდა მამაკაცი, ენერგიული აგიტატორი ქალიშვილი, მოხუცი სწავლული და რაც მთავარია, სუპერკომპიუტერი „მაიკი“, რომელზეც ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ აზროვნება შეუძლია. შეძლებენ მთვარის ბინადრები დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას? _ ამას ამ საინტერესო წიგნში შეიტყობთ. რობერტ ჰაინლაინის გასულ საუკუნეში დაწერილი (1965-1966) ეს ფანტასტიკური ჟანრის რომანი დაჯილდოებულია პრესტიჟული პრემიებით “ჰუგო“ და “პრომეთე“, ხოლო გამომცემლობა Penguin Random house-ის მიერ მკითხველებისთვის შეთავაზებულ XX საუკუნეში ინგლისურ ენაზე დაწერილი საუკეთესო რომანების ჩამონათვალში მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა.
მოუსმინე
წაიკითხე
24.95₾
რაოდენობა
თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი
რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი
50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941386251
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
488
წიგნის ფორმატი:
14X21
გამოშვების წელი:
2026