logo
basket
flag

წიგნები

ფსიქოლოგია

ჩერჩილი - ილუსტრირებული ბიოგრაფია

ჩერჩილი - ილუსტრირებული ბიოგრაფია

ჩერჩილი - ილუსტრირებული ბიოგრაფია

11

მარაგშია

უინსტონ ჩერჩილი_ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, მგზნებარე ორატორი და ნობელის პრემიით დაჯილდოებული ავტორი ისტორიაში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის სახელით შევიდა. წიგნში „ჩერჩილი: ილუსტრირებული ბიოგრაფია“ შეიტყობთ, რამ უბიძგა სამეფო სამხედრო კოლეჯში, სანდჰერსტის აკადემიაში, ჩარიცხვისკენ. სამხედრო მომზადების შემდეგ ის მსახურობდა კუბაში, ინდოეთსა და სუდანში და მუშაობდა სამხედრო კორესპონდენტად სამხრეთ აფრიკაში ბურების ომის დროს, სადაც საპყრობილეს სასწაულებრივად დააღწია თავი. 1900 წელს პარლამენტში შევიდა, მაგრამ მისი „სოციალისტური“ იდეები კოლეგა „კონსერვატორებში“ არაპოპულარული აღმოჩნდა. 1908 წელს პირველად დაიკავა ადგილი მინისტრთა კაბინეტში გახდა სამხედრო-საზღვაო მინისტრი და კურირებდა სამეფო ფლოტის მომზადებას I მსოფლიო ომში. 1915 წელს, დარდანელის კამპანიის კრახის გამო, ჩერჩილი მინისტრთა კაბინეტიდან განდევნეს და მომდევნო ათი წელი აღმასრულებელ თანამდებობაზე აღარ ყოფილა. ამ პერიოდში დიდებული ნარკვევები დაწერა ისტორიაზე და გერმანიის ნაცისტური რეჟიმის მიმართ უკიდურესად კრიტიკული გახდა. 1939 წელს საგაზეთო კამპანია დაეხმარა დაბრუნებულიყო პოლიტიკურ ავანგარდში და ხელახლა დაინიშნა სამხედრო-საზღვაო მინისტრად, ერთი წლის შემდეგ კი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. II მსოფლიო ომის დროს ჩერჩილი მოგვევლინა შთამბეჭდავ, ქარიზმატულ ლიდერად. ის რუსეთისა და ამერიკის სამხედრო ძალებს შეუერთდა და 1945 წელს მოკავშირეთა გამარჯვების მთავარ არქიტექტორად იქცა. ომის შემდეგ ის დაუღალავად მუშაობდა ევროპაში კომუნიზმის გავრცელების შესაჩერებლად და მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად ბრიტანეთს, შეერთებულ შტატებსა და თანამეგობრობას შორის. სიცოცხლის ბოლოს, 1965 წელს, მას მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნევდნენ.

მოუსმინე

წაიკითხე

23.95₾


რაოდენობა

1

თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი

რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი

50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება

deliverydetails
  • თბილისი 5.00₾ - შეძენიდან 4 სამუშაო დღე.
  • რეგიონები 8.00₾ - შეძენიდან 7 სამუშაო დღე.
  • 50.00₾ და მეტი ღირებულების შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება.
  • ჟანრი:


    ფსიქოლოგია

    ასაკი:


    უფროსებისთვის

    ISBN:


    9789941358647

    წიგნის ენა:


    ქართული

    ყდის ტიპი:


    მაგარი, სუპერი

    გვერდები:


    256

    წიგნის ფორმატი:


    19,5 X 25,5

    გამოშვების წელი:


    2024

    მსგავსი წიგნები