
6
რამდენად შორს წახვალ ჭეშმარიტების დასადგენად, როცა სიმართლე შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს? კრიზისის ზღვარზე მდგარი ახალგაზრდა მწერალი იღებს შეთავაზებას, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის: მან უნდა დაასრულოს მძიმე ავარიაში მოყოლილი ცნობილი ავტორის პოპულარული სერია. მასალების შესასწავლად იგი ავტორის სახლში გადადის, სადაც უამრავ ჩანაწერს შორის წააწყდება იმას, რაც არავის არ უნდა ეხილა - საგულდაგულოდ დამალულ ავტობიოგრაფიას. ეს ხელნაწერი შოკისმომგვრელი აღსარებების, ოჯახური ტრაგედიებისა და იმ ბნელი საიდუმლოებების უფსკრულია, რომელსაც შეუძლია სამუდამოდ გაანადგუროს ყველაფერი, რაც აქამდე სიმართლე გვეგონა. „ვერიტი“ არის შოკისმომგვრელი ფსიქოლოგიური თრილერი. საზღვარი სიმართლესა და გიჟურ მანიპულაციებს შორის არასდროს ყოფილა ასეთი ბუნდოვანი.
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941387470
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
304
წიგნის ფორმატი:
14X21
გამოშვების წელი:
2026