
არ არის მარაგში
"ახალი ჰორიზონტების აღმომჩენი" მწერალი, რომელსაც არასოდეს უმოგზაურია, თუმცა მილიონობით მკითხველს სამყარო წიგნივით გადაუშალა და ფანტასტიკური მოგზაურობისა და თავგადასავლების დაუვიწყარი ეპიზოდები შესთავაზა. ეს ჟიულ ვერნია _ სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი და სათავგადასავლო რომანების ავტორი. დაემგზავრეთ კაპიტან ნემოსა და პროფესორ არონაკსს წყალქვეშა უკიდეგანო სამყაროსკენ _ იქ საოცარი აღმოჩენები გელოდებათ; ინჟინერ სმიტს კი უკაცრიელ, საინტერესო კუნძულზე გაჰყევით; რობერტ და მერი გრანტები მამას _ კაპიტან გრანტს _ ეძებენ... გაიგეთ, სად ჩაუშვებენ ღუზას და იპოვიან თუ არა მამა; ჩრდილოეთი პოლუსი ახლოს მოგეჩვენებათ, თუ შეუპოვარი და გაბედული კაპიტან ჯონ ჰატერასის საოცარ თავგადასავალს გაეცნობით; ამის მერე კი აღარც აფრიკის სანაპიროებისკენ "პილიგრიმით" გაცურვის შეგეშინდებათ, თუნდაც გემს თხუთმეტი წლის კაპიტანი მართავდეს. თითოეული "მგავრობისას" ფათერაკები და მოულოდნელობები ჩვეულებრივი ამბავია, უჩვეულო და წარმოუდგენელი სიტუაციები კი ის თილისმებია, რომლებიც მკითხველს ჟიულ ვერნის ლიტერატურის მოყვარულად აქცევს.
მოუსმინე
წაიკითხე
11.95₾
რაოდენობა
თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი
რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი
50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
ასაკი:
13-16 წლამდე
ISBN:
9789941359538
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
476
წიგნის ფორმატი:
135/200
გამოშვების წელი:
2023