
4
არ არის მარაგში
ამჯერად მკითხველს მასპინძლობს ულამაზესი ბირმა! ორუელი, რომელიც რამდენიმე წელიწადი თავად ცხოვრობდა ბირმაში და ადგილობრივ პოლიციაშიც მსახურობდა, კარგად იცნობს ამ ქვეყანას და გვიამბობს სამშობლოდან კოლონიაში გადმოხვეწილი მარტოსული ინგლისელის - ჯონ ფლორის სულისშემძვრელ ისტორიას. ფლორის გულით უყვარს ეს სამოთხის დარი ქვეყანა, რომელიც იმპერიალიზმის, კორუფციისა და სიღატაკის მსხვერპლია. პერსონაჟი გაუბედავად, მაგრამ მაინც უპირისპირდება ბირმაში გაბატონებულ, იმპერიალისტური და მომხვეჭელური ჟინით, ქსენოფობიითა და რასიზმით შეპყრობილ თანამემამულეებს და, ამ ბრძოლით უზომოდ დაღლილი, ეძებს გულის სწორს, რომელიც ამ რთულ ყოფას მასთან ერთად გაიზიარებს. თქვენ წინაშე წარდგებიან გენიოსის მახვილი თვალით დანახული ინგლისელი, ინდოელი, ჩინელი და ბირმელი პერსონაჟები; გაეცნობით ადგილობრივ კოლორიტს, ტრადიციებს; თვალწინ გადაგეშლებათ ავტორის ოსტატური კალმით აღწერილი ტროპიკული ქვეყნის დაუვიწყარი პანორამა; გახდებით ბანანების, ორქიდეებისა და ბამბუკის საუფლოში გაღვივებული დრამატული ვნებების მოწმენი... რეალისტური პროზის მოყვარულებს - და არა მხოლოდ მათ - უდავოდ დიდი სიამოვნება ელით!
მოუსმინე
წაიკითხე
16.95₾
რაოდენობა
თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი
რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი
50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941293061
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
376
წიგნის ფორმატი:
14x21
გამოშვების წელი:
2018