დაარსებიდან დღემდე გამომცემლობა პალიტრა ელი მრავალი ძალზე მნიშვნელოვანი, ინოვაციური და მასშტაბური პროექტის ავტორია. ერთ-ერთი ასეთი პროექტია ‘’წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოება’’, რომელიც 2014 წელს დაარსდა, დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჰყავს წარმომადგენელი. მასში გაერთიანებულები არიან წიგნის მოყვარულები, რომლებიც ქვეყნის განვითარების პროცესში წიგნიერების მნიშვნელობას სრულად აცნობიერებენ და შესაბამისადაც მოქმედებენ, მკითხველს სასურველი ლიტერატურის შერჩევაში ეხმარებიან. ფაქტობრივად, საზოგადოების წევრები საკუთარი საქმიანობით თანამედროვე საქართველოში იმ საქმეს აგრძელებენ, რაც მე-19 საუკუნეში "სამოციანელებმა" დაიწყეს. სწორედ ამიტომ მოსახლეობამ მათ “წიგნის გამავრცელებლები” უწოდა. “წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების” მიზანს საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლება, კითხვის სიყვარულის გაღრმავება და საზოგადოების წინსვლისა და განვითარებისთვის ხელის შეწყობა წარმოადგენს. პროექტი იმითაც არის უნიკალური, რომ კითხვის მოყვარულებს აძლევს დამატებით შესაძლებლობებს:
წიგნების ტრანსპორტირება უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით!