
ისაბელ იბანიესი
წლები: -
ისაბელ იბანიესი ბოლივიური წარმოშობის ამერიკელი მწერალი და ილუსტრატორია. იგი ისტორიული ფენტეზის ჟანრში წერს მოზარდებისა და ზრდასრული მკითხველებისთვის. მის ნაწარმოებებში ერთმანეთს ერწყმის თავგადასავალი, რომანტიკა, მაგია, ისტორიული გარემო და ლათინოამერიკული კულტურის ელემენტები. ავტორის სადებიუტო რომანი „Woven in Moonlight“ ბოლივიის ისტორიითა და ტრადიციებითაა შთაგონებული. წიგნი უილიამ მორისის სახელობის ჯილდოს ფინალისტი გახდა და ჟურნალ TIME-ის ყველა დროის 100 საუკეთესო ფენტეზის წიგნს შორის მოხვდა. ისაბელ იბანიესი არაერთი ბესტსელერის ავტორია. მის ცნობილ ნაწარმოებებს შორისაა „რა იცის მდინარემ“, „Where the Library Hides“, „Together We Burn“, „Written in Starlight“ და „Woven in Moonlight“.