
სტივ ბელინგი
წლები: -
სტივ ბელინგი — ამერიკელი ავტორი და რედაქტორი, რომელიც სპეციალიზებულია საბავშვო ლიტერატურასა და გასართობ კონტენტში. მისი შემოქმედება მოიცავს წიგნებს, კომიქსებს, სტატიებს, თავსატეხებსა და თამაშებს ისეთი საერთაშორისო ბრენდებისთვის, როგორებიცაა Disney, Random House, Little Brown Books For Young Readers, HarperCollins, Marvel, Hasbro, Mattel და DreamWorks. სტივი ასევე ყოფილა ჟურნალ Disney Adventures-ის კომიქსების რედაქტორი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: Avengers: Endgame: The Pirate Angel, the Talking Tree, and Captain Rabbit (Marvel Press, 2019) Onward: The Search For the Phoenix Gem (Disney Press, 2020) Agent Stitch სერია (Disney Press) საკუთარი ორიგინალური სერიიდან The Monstrous Adventures of Mummy Man and Waffles! გამომცემლობა HarperCollins-მა გამოსცა, ასევე შექმნილი აქვს საბავშვო კომიქსების კრებული Spidey and His Amazing Friends: Team Spidey Does it All!. სტივ ბელინგი ცხოვრობს ოჯახთან ერთად, საიდუმლო მიწისქვეშა „სოროში“, ცოლთან, ორ შვილთან და საყვარელ სამფეხა ბიგელთან, სახელად ლუმისი.