
სოფია ბარშოვა
წლები: 22 ივლისი 1985-
სოფია ბარშოვა − საბავშვო მწერალი, მთარგმნელი და რედაქტორი. დაიბადა იმერეთის ქალაქ ბაღდათში, ქუთაისში დაამთავრა ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი —ბაკალავრი, ბათუმში რომანისტიკა — მაგისტრატურა. დღესდღეობით ცხოვრობს ბათუმში და არის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელი. სოფია ბარშოვამ ფრანგულიდან თარგმნა ანა გავალდას ,,35 კილო იმედი“. 2023 წელს სოფია გახდა გამომცემლობა ,,პალიტრა L”-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის, ,,გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული. წიგნმა ,,კაქტუსა აფრიკაში“ ბევრი ბავშვისა და მშობლის სიყვარული დაიმსახურა. „კლასი ქარიშხალას“ მოთხრობების მიხედვით ორჯერ დაიდგა მინი-სპექტაკლი მისი ქალიშვილის კლასში, რომელიც „ქარიშხალას“ პროტოტიპია. სოფია არაერთი საბავშვო ლექსის ავტორიცაა. ჰყავს ორი შვილი: ნიკა და ანიტა.