
მარიამ წიკლაური
წლები: -
მარიამ წიკლაური (დ. 18 მარტი, 1960) — ქართველი პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატი.არის არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული, საერთაშორისო ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტებისა და ფესტივალების მონაწილე, საავტორო ტელე და რადიო გადაცემების წამყვანი და სცენარისტი. სხვადასხვა დროს, გამოცემული აქვს არაერთი წიგნი, მათ შორის: "ჩემი აფრიკელი ბებია" და "ჩვენი სახლი", რომლებიც პატარა მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი პოეზია თარგმნილია 15 ენაზე და გამოცემულია რამდენიმე ქვეყანაში: გერმანია, იტალია, საფრანგეთი, შვედეთი, რუსეთი, უკრაინა.