ავტორის დეტალური

გია ხუხაშვილი

წლები: 29 ოქტომბერი 1959-

გია ხუხაშვილი დაიბადა 1959 წლის 29 ოქტომბერს. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1990-1991 წლებში მუშაობდა უზენაესი საბჭოს საგარეო კომიტეტში. 1993-1998 წლებში ჰქონდა კერძო ბიზნესი, საკონსულტაციო საქმიანობა მარკეტინგის სფეროში. 1998-2003 წლებში იყო ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე. 2003-2004 წლებში იყო „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2004-2011 წლებში ჰქონდა კერძო ბიზნესი საკონსულტაციო საქმიანობა მარკეტინგის სფეროში. 2012-2013 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.