ავტორის დეტალური

https://api.palitral.ge/storage/imported/author/author60cb22afd5b308.64893702.png

თამრი ფხაკაძე

წლები: 28 ივლისი 1957-

თამრი (თამარ) ფხაკაძე (დ. 28 ივლისი, 1957, თბილისი) — ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, დრამატურგი და სცენარისტი. 1974 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა და ამავე სკოლასთან არსებული მუსიკალური ათწლედი, ფორტეპიანოს კლასი. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1980-2006 წლებში მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში, დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: დავით ჯიმშერის ძე ჩოლოყაშვილის ცხოვრება და შემოქმედება. 1997-2003 საბავშვო ჟურნალ „კოკროჭინას“ რედკოლეგიის წევრი; 2005-2006 საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისათვის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების გახმოვანება „ინტერნიუსში“ ტექსტების რედაქტორი; 2006-2007 გამომცემლობა „პალიტრა-L“-ის რედაქტორი; 2007-2008 ტელეარხი „რუსთავი 2“-ის ქართული სერიალის სცენარისტი; 2007-2008 გაზეთ „24 საათი“-ს საბავშვო გვერდის ავტორი; 2008-2009 საზოგადოებრივი ტელემაუწყებელის იუმორისტული გადაცემა „ერისთავის სათვალეს“ სცენარისტი; 2010-2011 გამომცემლობა „პეგასის“ მთავარი რედაქტორი. 2011 წლიდან „საგამომცემლო სახლი ტრიასის“ მთავარი რედაქტორი; 2011 წლიდან ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებლის თეატრის ჟურნალ „მოზArt“-ის სარედაქციო ჯგუფის წევრი. 2001 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობები.