ავტორის სხვა წიგნები

გურამ გეგეშიძე

გურამ გეგეშიძე დაიბადა 1934 წლის 21 ივლისს, ქ. თბილისში, ექიმის ოჯახში. დაამთავრა თბილისის პირველი ვაჟთა სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს და მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები 1962 წელს. ბეჭდვა დაიწყო 1957 წელს განახლებულ ჟურნალ „ცისკარში“ გურამ რჩეულიშვილთან ერთად. პირველი მოთხრობა „სანამ ერთად ვართ“ დაწერა 1957 წელს, რომელიც ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. პირველი წიგნი „მზეა, თბილა“ 1965 წელს დაწერა. ეს პუბლიკაციები იყო პირველი ნაბიჯი მაშინ გაბატონებული, ეგრეთ წოდებული, სოციალისტური რეალობის მარწუხებიდან ქართული პროზის თავდაღწევისა, რამაც დასაბამი მისცა სალიტერატურო ასპარეზზე ახალი თაობის შესანიშნავი ქართველი მწერლების გამოჩენას.

გურამ გეგეშიძე

მსგავსი წიგნები