
კოლაუ ნადირაძე
წლები: 9 მარტი 1895- 28 ოქტომბერი 1990
სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოისმინა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი. პირველი ლექსი „ავზნიანი ქალაქი“ დაბეჭდა 1916 წელს ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“. იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი.