მაია კარსელი

წლები: -

მაია კარსელი - დაიბადა 1960 წლის 27 სექტემბერს, თბილისში. 970 წლიდან არის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის ლიტერატურული წრის წევრი და მისი საბავშვო ჩანახატები იბეჭდება გაზეთ „გაზაფხულში“. შემოქმედებით კონფერენციებზე არის პირველი ხარისხის დიპლომებით და სიგელებით დაჯილდოვებული. 1971 წლიდან მისი საბავშვო ნაწარმოებები და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები სისტემატიურად იბეჭდება გაზეთ „ნორჩ ლენინელში“ (ნერგი), „პიონერში“, „ნაკადულში“, ჟურნალ „დილაში“, „თბილისში“, „საქართველოს ქალში“, „ცისკარში“, „დროშაში“. მისი ლექსები შესულია გამომცემლობა „ელფის“ მიერ გამოცემულ წიგნში „ჩემი პირველი ლექსების წიგნი“ და „ჩემი პირველი ქრესტომატია“; „ლოგოს პრესის“ მიერ გამოცემულ ლექსების კრებულში, გამომცემლობა „გორგას“ მიერ გამოცემულ კრებულში „საახალწლო ლექსები“ და ა. შ.