
ოთარ ჩხეიძე
წლები: -
ოთარ რევაზის ძე ჩხეიძე (დ. 28 ნოემბერი, 1920, ყელქცეული, გორის რაიონი — გ. 13 დეკემბერი, 2007, თბილისი) — ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1949).ავტორია რომანების მთელი სერიისა, რომელთა მთავარი პერსონაჟების — გენეტიკური ხაზით ერთმანეთთან დაკავშირებიული სამი თაობის ადამიანების — ბედის ჩვენებით შექმნილია XX საუკუნე ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ვრცელი ეპოპეა „ტინისხიდი“, წგნ. I—III, 1950—1955; „ბურუსი“, 1955; „ჯებირი“, 1956; „მეჩეჩი“, 1958; „კვერნაქი“, 1965; „აღმართ-დაღმართი“, 1967; „ლანდები“, 1968; „ბორიაყი“, 1974 (რომანი საფუძვლად დაედო რეჟისორ გიორგი შენგელაიას კინოფილმს „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, 1985); „ცხრაწყარო“, 1980; „მთაგრეხილი“, 1984 და სხვა]. ოთარ ჩხეიძეს ეკუთვნის აგრეთვე პიესები „ვისია ვისი“ (დაიდგა 1964), „ძველი რომანსები“ (დაიდგა 1966), „თედორე“ (დაიდგა 1967), „ქეთევან“ (დაიდგა 1970); მონოგრაფიები „ვასილ ბარნოვი“. „რომანი და ისტორია“ (1965, 1976), „იტალიური დღიურები ბაირონისა“ (1976) და სხვა. რომანების ციკლი — არტისტული გადატრიალება, „თეთრი დათვი“, „ბერმუდის სამკუთხედი“, „2001 წელი“, „მორჩილი“ და ბოლო — 22-ე რომანი „ლაზერშოუ“ (2005) გამოხატავს საქართველოში კომუნისტური რეჟიმის შემდგომდროინდელ მოვლენებს. ყოველი მათგანი მოვლენათა ცხელ კვალზე იწერებოდა და ქვეყნდებოდა და მართლაც მხატვრული მატიანე იქნება შთამომავლობისათვის, მატიანე პირუთვნელი თანამედროვისა. მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ ენაზე, ყოფილ სსრკ-ის სხვა ხალხთა, აგრეთვე ბულგარულ ენაზე. მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“ (2005)და „ილია ჭავჭავაძის“ პრემია (2006).