მხატვარი
დეგა 3282
ედგარ დეგას (1834-1917) ხელთ ეპყრა თანამედროვეობის იმ ეტაპის გასაღები, რომელსაც უსაზღვრო პროგრესის პრეტენზია და გონების ყოვლისშემძლეობის რწმენა ახასიათებდა, ოღონდ მასში შესაღწევად საკუთარ თავს წესად "ჭეშმარიტების მოხელთება" დაუსახა და ირგვლივ მყოფებსაც იგივე შესთავაზა. "ავ სულებზე" ასეთი აშკარა ნადირობა საკმარისი აღმოჩნდა, რომ მაშინდელ საღად მოაზროვნე ბატონებს მისთვის ალმაცერად ყურება დაეწყოთ. დღეს, როცა ვიცით, რომ "თანამედროვეობას" პირველი მსოფლიო ომის სანგრები მოჰყვა, რაც მეორე, ბევრად უფრო სისხლისმღვრელმა საომარმა სიგიჟემ შეცვალა, რა სჯობს ჰაეროვან კაბებში გამოკვართული დეგას ბალერინების ან იმ უეცარი მოძრაობების ცქერას, მათვე უნებლიეთ რომ გააშიშვლებს. ასეთია ის ჭეშმარიტებები, მხატვრის გენია რომ მოაჯადოვა.
3282
დეგა 10
53
დეგა 9
145
დეგა 8
24
დეგა 7
14
დეგა 6
348
დეგა 5
140
დეგა 4
371
დეგა 3
27
დეგა 2
33
დეგა 1
474