მხატვარი
ლეონარდო და ვინჩი 7357
თებერვლის გამარჯვებული
დასავლეთ ევროპის ხელოვნების ისტორიაში არც ერთი სხვა ხელოვანი არ განასახიერებს ისე სრულად გენიოსის ცნებას, როგორც ლეონარდო და ვინჩი (1452-1519). იმ ეპოქაში, როდესაც ღრმა და რადიკალური ცვლილებები ხდებოდა სოციალურ, პოლიტიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში, ამ უნიჭიერესმა ადამიანმა, რომელსაც ცოდნის მიღების დაუოკებელი წყურვილი კლავდა, გამოიკვლია და ერთმანეთს დაუკავშირა ხელოვნება და მეცნიერება, აქამდე უცნობ საზღვრებამდე განავრცო ცოდნისა და მშვენიერების ჰორიზონტები. მას საოცარი ალღო კარნახობდა მფრინავი აპარატებისა თუ ციხესიმაგრეების პროექტების შექმნას, ადამიანის ანატომიის ზედმიწევნით შესწავლასა და ქაღალდზე გადატანას. ლეონარდო და ვინჩიმ ახალი გზები გაკვალა ხელოვნებაში და ყველა დროის უშესანიშნავესი ფერწერული ნამუშევრები შექმნა.
7357
კლდეთა მადონა
258
მადონა ლიტა
819
ბენუას მადონა
123
მადონა, ყრმა იესო და წმინდა ანნა
278
მონა ლიზა
1604
წმ. იოანე ნათლისმცემელი
242
ქალი ყარყუმით
1364
მოგვთა თაყვანისცემა
161
საიდუმლო სერობა
1315