მხატვარი
რუბენსი 4829
პეტერ პაულ რუბენსი (1577-1640), ძირითადად, ბაროკოს სტილის წარმომადგენელია. კლასიკური ხელოვნებისა და XV საუკუნის დიდი მხატვრების შესწავლის შემდეგ მან იტალიიდან ანტვერპენში გადმოიტანა დიდი კომპოზიციების, სინათლის ეფექტისა და ფერთა შეხამების სიყვარული. ეკლესიებსა და სასახლეებში გამოფენილი დინამიზმით სავსე მისი ნამუშევრები, რომლებიც მოგვიანებით მისაბაძ მაგალითად იქცა, აღაფრთოვანებდა მეფეებსა თუ წარჩინებულთ. განათლებულ, ბურჟუა და დიპლომატ რუბენსს არასოდეს დავიწყებია თავისი ფლამანდიური ფესვები და იტალიელ ხელოვანთა მშვენიერების იდეალს შესანიშნავად უთავსებდა ფლამანდიური ფერწერისთვის ტრადიციულ რეალობის ასახვას. ამ შეთავსების შედეგია მისი ხორცსავსე ქალების ფიგურები, რომლებსაც დიდი წარმატება ხვდათ. მიუხედავად უამრავი ნამუშევრისა, დიდმა პროფესიულმა პასუხისმგებლობამ რუბენსი გავლენიან მხატვრად აქცია, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი და რომლის მნიშვნელობაც მის ეპოქას გასცდა.
4829
რუბენსი 10
40
რუბენსი 9
832
რუბენსი 8
103
რუბენსი 7
429
რუბენსი 6
158
რუბენსი 5
37
რუბენსი 4
358
რუბენსი 3
143
რუბენსი 2
244
რუბენსი 1
624