მეორე ტური (2020)
სიყვარული ნათელ ფერებში
გიორგი ყელბერაშვილი 368
ბიოგრაფია

ნაწარმოებების წერა სკოლის პერიოდში დავიწყე და ამის შემდგომ წერის სურვილი არასადროს გამქრალა ჩემში. მკითხველის მიმართ ყოველთვის ვგრძნობ უდიდეს პასუხიმგებლობას, რაც არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. ვცდილობ კიდევ უფრო მეტად განვვითარდე ამ მხრივ, როგორც მწერალი. ჩემი ორი მოთხრობა ლიტერატურ ჟურნალ „ანეულში“ დაიბეჭდა. ასევე მოთხრობებს ვაქვეყნებდი ლიტერატურულ პორტალ urakparaki.com-ზეც, რამაც კიდევ უფრო მეტი მკითხველი შემმატა. „გახდი ბესტსელერის ავტორი“ კი ვფიქრობ ახალი გამოწვევა გახდება ჩემს ცხოვრებაში.

სინოპსისი

ისტორია ახალგაზრდა მწერალ მამაკაცზე თანამედროვე დროში ვითარდება, თბილისში. მამაკაცი ლეიკემიითაა დაავადებული და ცდილობს, საკუთარ რომანზე მუშაობა დროულად დაასრულოს, თუმცა, როდესაც ცხოვრების მიმართ ყოველივე ინტერესს კარგავს, სწორედ მაშინ მისი რეალობა თავდაყირა დგება. ჩნდებიან ადამიანები მის გვერდით, რომლებიც სრულიად ცვლიან მოცემულ აწმყოს და ამბავი ნამდვილ თავგადასავლებში იზრდება. წიგნში ასახულია, როგორც თანამედროვე ყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია. ადამიანური ბედნიერება, სისუსტეები და ტრაგედიებით მოცული წარსული ყველაფერს უფრო ართულებს. გზა დიდი სიყვარულიდან, დიდ ომამდე. ქალაქური ქაოსიდან მონასტრის მშვიდ კერამდე და წიგნი, რომელიც იმაზე მეტს ჰყვება, ვიდრე თავად იცოდა. როგორია ცხოვრება სიკვდილსა და სიყ
368
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი