მეორე ტური (2020)
სიყვარულის პრელუდია
ლადო გელაური 44
ბიოგრაფია


მე გახლავართ ლადო გელაური, 70 წლის. პროფესიით ინჟინერი.




ჩემი შრომითი ბიოგრაფია იმდენად გრძელია და მრავალფეროვანი რომ არა მგონია საჭირო იყოს მისი მოყოლით თავი მოგაბეზროთ. მხოლოდ ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ, ვიყავი რიგითი ოპერატორიც და მეკავა რამდენიმე ხელმძღვანელი თანამდებობაც. პარალელურად მონაწილეობას ვღებულობდი წრიულ საავტომობილო რბოლებში საკავშირო ჩემპიონატებში.




მიყვარს ლიტერატურა, განსაკუთრებით პოეზია. უგუნებობის ჟამს მხოლოდ ლექსებს შეუძლიათ მუსიკის თანხლებით ჩემი წონასწორობის აღდგენა.




მიყვარს სპორტის ექსტრემალური სახეობები, იმდენად რომ დღესაც სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას წრიულ რბოლებში ან თუნდაც «რალი დაკარში». დავტკბებოდი სამყაროს ცქერით დელტაპლანის ან პარაპლანის ღვედებზე დაკიდებული.




ვცხოვრობ უცხოეთში უკანასკნელი ოცი წელია. ვმონაწილეობდი რა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე ბევრს ვმოგზაურობდი აზიისა და ევროპის ქვეყნებში. ჩემი ემოციები და შთაბეჭდილებები დროდადრო გადამაქვს ქაღალდზე. ზოგი მომწონს, ზოგი ნაკლებად, შესაბამისად   ნაწილს ვანადგურებ, დანარჩენს ვინახავ.




არასდროს არაფერი გამომიქვეყნებია და არც მცდელობა მქონია ამისი.




ამჯერად გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო «ბესტსელერის» კონკურსში, რამდენადაც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია ჟიურის და მკითხველის აზრი, მათი შეფასება, თუნდაც ნულოვანი.

სინოპსისი


ლილია ერთი წყნარი, მეოცნებე გოგონაა, გიოსთან შეხვედრა მოხდა სრულიად შემთხვევით. ერთი გაელვება იყო მხოლოდ მათი სიყვარულის პრელუდია, განშორება კი ხანგრძლივი და გარდუვალი. წლები გარბიან, მაგრამ სიყვარული არ კვდება, ის ძლიერია და ყოვლის მომცველი. ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული ახალგაზრდა კაცისთვის ძნელია შეეგუოს ბედს. თვითონ სასოწარკვეთილებამდე მისული  იქით ცდილობს სხვებს დაეხმაროს. ისევ იკვეთებიან მისი და ლილიას გზები, საპყარი კაცი გამოუვალ მდგომარეობაშია, დისტანცირებას ცდილობს სიყვარულისგან. არადა ორივე მათგანი შინაგანად ისევ ერთმანეთისკენ მიილტვიან. ისინი ნამდვილად ერთმანეთისთვის არიან მოვლენილი ამ ქვეყნად. სიყვარულს და სიკეთეს კი ყველა დაბრკოლების გადალახვა ძალუძთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით თუ ბოლომდე ჩაიკითხავთ რომანს.

44
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი