მეორე ტური (2019)
ალფას ვიბრაცია
ნინო ამირეჯიბი 24
ბიოგრაფია
დავიბადე თბილისში 1993 წლის  23 თებერვალს.
კითვაზე პასუხი - ვინ ვარ სრული და განსაკუთრებული პასუხი არ მაქვს.  საერთოდაც მგონია, რომ მთელი ცხოვრების არსიც სწორედ ამ კითხევებზე პასუხის პოვნაა. მუდმივად, დაუსრულებლად... ხანდახან წერა უბრალოდ საუკეთესო გამოსავალია გამოხატო თუ ვინ ხარ, ან გახდე ის ვინც გინდოდა ყოფილიყავი.
21 წლის ასაკში გამოცემული მაქვს ჩემი პირველი წიგნი "გოგონა მონტე-ნაპოლეონეს ქუჩიდან" - გამომცემლობა - "მერიდიანი"
2015 წელს მონაწილეობა მაქვს მიღებული ლიტერატურულ კონკურს "წერო"- ში, სადაც საუკეთესო ფინალისტთა სიაში მოხვდა ჩემი მოთხრობა "აზადა".
2016 წელს გამოცემული მაქვს მეორე წიგნი "პრეზიდენტი 7 წლით" - გამომცემლობა -"ინტელექტი"
2018 წელს მოთხრობა - "მამაჩემის საარჩევნო ვნებანი" - არტპორტალი demo.ge
წყარო: 

https://www.lit.ge/books/2-165807-nino-amirejibi/
https://www.intelekti.ge/author_ge.php?id=389
http://demo.ge/index.php?do=full&id=1640

სინოპსისი

"იქნებ ქორწინება მარადიული ტყვეობაა ვალდებულებების, რომელშიც ერთხელ თუ შეყავი თავი, მერე უკვე სტაბილურობისა და მიჩვევის მსხვერპლი ხდები. თბილისი ერთბაშად რაღაც ციხეს დაემსგავსა, სადაც საკნის მცველების მაგიერ ჩემი და ალექსანდრეს ოჯახის წევრები მადგანან თავზე. პატიმრობის ვადა სამუდამოა, სიკვდილამდე კი მთავარი მოვალეობა ვერშემდგარი სიყვარულისა და ბედნიერი დედის როლის მორგებაა..."
ანთია ახალგაზრდა მწერალია, რომელიც გამუდმებით, ყველგან და ყველაფერში ბედის ნიშნებს ეძებს. ემოციური ინტუიცია არაფრით შორდება. აკვიატებულად ფიქრობს, რომ სადღაც ვიღაც განსაკუთრებული ელოდება, რომელსაც ჯერ არ შეხვედრია. ამასობაში ორ თვეში მისი ქორწილია, ის გარბის საბერძნეთში, წმინდა პელაგიას ზღვისპირა სოფელში.
წიგნი "ალფას ვიბრაცია"  საფოსტო წერილების ნაკრებისა და ქალის დანაშაულის განცდებისგან შემდგარი რომანია, რომელსაც ანთია საბერძნეთში გაცნობილ ანდრიას უძღვნის აკრძალული სიყვარულის სახელით.
რომანში მთავარი გმირი არ არის წარმოდგენილი, როგორც ცალკე მდგომი მონოლოგისტი, ვინც ერთი შეხედვით აღწერს საკუთარ რომანტიულ თავგადასავალს და განცდებს, აქ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამ ადამიანის ალტერ ეგო, პარალელური დამკვირვებელი, რომელიც ირონიულ პრიზმაში ატარებს თავის პირად გამოცდილებას და გზადაგზა თავისუფლდება სპეკტაკლის საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალური ნორმებისგან. თავზე მექანიკურად მოხვეული სტერეოტიპული დინამიკიდან გამოსვლა წარმოადგენს მის უმთავრეს ამოცანას.

24
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი