პირველი ტური (2019)
მზის ჩასვლა
ქეთევან ბარნაბიშვილი 548
ბიოგრაფია

პირველად წერის სურვილი 4 წლის ასაკში გამიჩნდა. მომწონდა სხვები რომ წერდნენ. ერთ დღეს მამიდაჩემის ხელნაწერის გადაწერა ვცადე. მხოლოდ სწორი და მოღუნულთავიანი ჯოხების დახატვა შევძელი. მამიდას მივუტანე და სიამაყით განვუცხადე რომ წერა ვისწავლე. მამიდამ დახედა და დამიწუნა, ეს ხომ მხოლოდ ჯოხებიაო მითრა. გავოცდი. როგორ შენ ვერ კითხულობ რა დავწერე მეთქი, ვკითხე. ახლაც მახსოვს ის განცდა ჩემს ნაჯღაბნს მე რომ ვკითხულობდი, ის კი ვერა. რათქმა უნდა მე 4 წლის ასაკში კითხვა არ ვიცოდი.


მეექვსე კლასში დღიურების წერა დავიწყე. მეცხრე კლასში კი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე რომ თავისუფალი თემების წერა კარგად შემეძლო. სკოლის დამთავრების შემდეგ ნელ-ნელა შევეპარე ჯერ ჩანახატებს, მერე მოთხრობებს და ბოლოს რომანებს.




ჩემი მოთხრობებიდან რამოდენიმე დაბეჭდილია სხვადასხვა გამოცემებში: „მეხანძრე“ და „მკითხავი“ - ლიტერატურულ გაზეთში. „ნომოფობია“ - ჟურნალ ანეულში, „ტრაქტორის ნაწილები“ - საკონკურსო ნაშრომთა კრებულში. მინდა ამ კონკურსში გავიმარჯვო და ჩემი რომანი წიგნად გამოიცეს.


შთაბეჭდილებები გამიზიარეთ კომენტარებში.




სინოპსისი


მზის ჩასვლა" - რომანი მოგიყვებათ საოცარ საზღვაო თავგადასავალს. გაგანდობთ მშვენიერი ქალბატონი ლალის ცხოვრების ფარულ და ღია დეტალებს. გაგაცნობთ ოთარს, რომელიც თქვენში ორ განსხვავებულ შთავეჭდილებას დატოვებს, გაჩვენებთ როგორები არიან ნამდვილი ადამიანები და როგორ არ შეუძლიათ მათ უღალატონ საკუთარ თავს. მიგახვედრებთ რომ გვიანი არასდროს არაფერია და ცდა ყოველთვის ღირს.
ამ რომანში არის ბევრი მუსიკა, ცეკვა, სიყვარული, მეგობრობა, ალერსი და რაც მთავარია საუკეთესო გადაწყვეტილებები.
წაიკითხეთ არ ინანებთ!

548
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი