პირველი ტური (2019)
წყევლა სახელად რწმენა
ლევან ბაშალეიშვილი 296

ბიოგრაფია




ვარ ლევან ბაშელეიშვილი. დავიბადე 1997 წლის 21 სექტემბერს, ქალაქ თბილისში. ამჟამად ვარ თსუ-ს საერთაშორისო სამართლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.


ჩემთვის ფენტეზი ლიტერატურის, თუ ხელოვნების ნებისმიერი სხვა მედიუმის ყველაზე მომხიბვლელი ჟანრია. ამ ჯადოსნურ სამყაროში ჩემი გზამკვლევი ტოლკინი იყო, თავისი ლეგენდარული „ბეჭდების მბრძანებლით“. სწორედ მან მომცა ინსპირაცია მეხატა სხვადასხვა გამოგონილი სამყაროს რუკები, დამესახლებინა ისინი საინტერესო რასებითა და პერსონაჟებით.


“წყევლა სახელად რწმენა“, რომელიც, თავის მხრივ, რომანთა კრებულის, „პარადოქსის გვირგვინის“, პირველი ნაწილია, წარმოადგენს ზუსტად იმ ათი თუ მეტი წლის უთავბოლო ხატვის, ფიქრის, უფრო მოგვიანებით კი წერის, ნაყოფს. „წყევლა სახელად რწმენა“ ჩემი პირველი ნამუშევარია, შესაბამისად, აქამდე ჩემი ნამუშევრები არსად გამოქვეყნებულა.





სინოპსისი


მოვლენები ძველი ჰესტორიის მხარეებში ვითარდება, სადაც აეთერლენის სისხლისმსმელი ტირანის, შავი მეფის, დაპყრობების შედეგად უკანასკნელი მონარქია ნახევარი საუკუნის წინ განადგურდა. ძალაუფლების ვაკუუმმა გაუთავებელ ომიანობას დაუდო სათავე. უბატონო დიდებულები, თავისუფალი ქალაქების კორუმპირებული ვაჭრები და კანონგარეშეთა ბატონები ძალაუფლებისათვის სასტიკ ბრძოლაში არიან ჩართული. ხოლო ერთადერთი ძალა, წმინდა ნათლის ტაძარი, რომელსაც დაქსაქსულ ხალხთა გაერთიანება შეუძლია, სასიკვდილო სარეცელზე მყოფი პონტიფიკოსის ხელმძღვანელობით, თავადაც არეულობითა და შიდა დაპირისპირებითაა დასნებოვანებული. წინამძღოლის გარეშე დარჩენილი ხალხი გამოსავალს თავად ეძებს. მთელი ჰესტორიის მასშტაბით ახალ-ახალი პრეტენდენტები ჩნდებიან, რომლებიც თავს ნათლის მესიად ასაღებენ, ათასწლეულის წინ ნაწინასწამეტყველებ მხსნელად, რომელმაც წინასწარმეტყველების მიხედვით კაცობრიობა უზენაესი ბოროტისგან, თავისი ანტიპოდი ბნელეთის მესიისგან უნდა იხსნას. ჭირით, ომიანობითა და ურჩხულებით გატანჯული მოსახლეობა იმედის უმცირეს ნაპერწკლებსაც ებღაუჭება. ვინაა მართალი და ვინ თვითმარქვია? ეს კითხვა გზააბნეულ გულებში მღელვარების მარცვლებს თესავს. საერთო რწმენა, წყალობა, რომელმაც ადამიანები უნდა გააერთიანოს, ნელ-ნელა წყევლად იქცევა. კიდევ უფრო დიდი უბედურების მომასწავებელ წყევლად.


წიგნი ორი მთავარი პერსონაჟის ისტორიას მიჰყვება. ერთი სელინაა, ჩვიდმეტი წლის გოგონა, ყაჩაღთა ბანდის წევრი, რომელიც სიენარის ტაძრის ამოუხსნელი შემთხვევის შემდეგ, ხალხმა თეთრ ალქაჯად მონათლა. მეორე კი ეისია, ახალგაზრდა მამაკაცი, ადამიანთა მხსნელობის ერთ-ერთი მორიგი, ერთობ უცნაური და ოდიოზური პრეტედენტი, რომლის ჭეშმარიტებაც მხოლოდ ერთადერთ ქალს სწამს.

296
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი