პირველი ტური (2019)
ორმაგი თამაში
ირინა თოფურია 435

ბიოგრაფია




დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მხატვრების ოჯახში. 4 წლიდან ვხატავ და ვწერ ლექსებს. ( ბებოს ვკარნახობდი და წერდა, სანამ წერას ვისწავლიდი), შემდეგ დამოუკიდებლად ვაწარმოებდი საკუთარი ლექსების რვეულს, მოგვიანებით კი ჯერ ნოველების, შემდეგ რომანების წერა დავიწყე. თუმცა არსად არ გამომიქვეყნებია.


პროფესიით ვარ ტანსაცმლის მხატვარ-დიზაინერი. დღესდღეოსობით ვწერ ლექსებს და ჩანახატებს, რომლებსაც ვაქვეყნებ ფეისბუქის პირად გვერდზე  შექმნილ საკუთარ ალბომში „ჩემი შემოქმედება“, სადაც აგრეთვე არის ჩემი ნახატები, სადიპლომო და საავტორო კოლექციები.


2003 წლიან 2006 წლამდე ვცხოვრობდი რუსეთში, სადაც მონაწილეობა მივიღე არაერთ მხატვრების გამოფენასა და დიზაინერთა კონკურსში.


მიყვარს მოგზაურობა, მუსიკა, პროზა, პოეზია, მხატვრობა, ფოტოგრაფია, კულინარია, მელოდრამები.


სურვილი მაქვს გამოვცე ჩემი ლექსებისა და ჩანახატების კრებული. თუმცა ამჟამად შანსი მომეცა თქვენს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. იმედი მაქვს ჩემი რომანი დიდ დაინტერესებას და მოწონებას დაიმსახურებს, თუმცა კრიტიკისთვისაც მზად ვარ.


სინოპსისი


რომანის მთავარი გმირი წარმატებული ადვოკატია - ლედი მინდელი, რომელიც პარალელურად მღერის ღამის კლუბში სრულიად განსხვავებული გარეგნული იმიჯით და სახელით. სიმღერა და სცენა მისი ოცნება იყო, მისი განუყოფელი ნაწილი...რომლის პროფესიად ქცევა განუხორციებელ ოცნებად ექცა.


ემოციურად მძიმე ბავშვობა, დედასთან განშორება,მტანჯველი მოგონებები, სტუდენტობაში განცდილი მარცხით დასრულებული პირველი სიყვარული, უიღბლო ქორწინება, იმედგაცრუებები...ამას საბოლოოდ იქამდე მიჰყავს, რომ სრულიად მარტო დარჩენილს და  დეპრესიაში მყოფს სცენა ევლინება გადასარჩენად და სანუგეშოდ, თუმცა ადვოკატის პროფესიას ვერ ღალატობს. ამიტომ უწევს ორმაგი თამაშით ცხოვრება, დღისით და ღამით კარდინალური გარდასახვა და ცვლილებები. ამ გზაგასაყარზე დიდი განსაცდელის ფონზე პოულობს დიდ სიყვარულს, რომელიც იმდენად ქარიშხალივით ატყდება თავს, იმდენად განსხვავებულია და განსაკუთრებული რომ სრულიად ავიწყდება საკუთარი თავი, პროფესია და ინტერესები, მზადაა მთლიანად სამყაროს დაუპირისპირდეს.

435
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი