პირველი ტური (2019)
არჩევანი
ქეთა დადვანი 358

ბიოგრაფია


დავიბადე 1996 წლის 26 ივნისს თბილისში.  ვერ გეტყვით, როცა გავჩნდი ჩემს ოჯახს ულხინდა თქო… ყველაფერი რაც გააჩნდათ, ზღაპრულ აფხაზეთში დატოვეს. „ზღაპრულს“ იმიტომ ვუწოდებ, რომ ჩემთვის სწორედ ასეთია. სანატრელი ადგილი, რომელზეც ბავშვობიდან მიყვებოდნენ და რომელიც, მხოლოდ წარმოსახვაში მინახავს. ბავშვობიდან ვწერ. ვწერ მაშინ, როდესაც ფიქრებს გონებაში ვეღარ ვიტევ. მახსოვს ბავშვობაში, როდესაც ყველა თამაშით ირთობდა თავს მე ხელში ფურცლებით და კალმით მომარჯვებული დავრბოდი.  ვეძებდი მყუდრო ადგილს,სადაც შევძლებდი მარტო დარჩენას. სიმართლე გითხრათ, კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ იმით რასაც ვწერდი, რადგან იმის ნახევარიც ვერ გადმომქონდა ფურცელზე რასაც ვგრძნობდი. ჩემი ფიქრები იმდენად მაშინებდა, რამდენიმე წელი მივივიწყე კიდეც ეს ყველაფერი. ვცდილობდი შორს ვყოფილიყავი და შევრეოდი ჩვეულებრივ ხალხს, ჩვეულებრივი  აზრებით. ერთ-ერთ შუაღამეს, როცა ყველას ეძინა, საკუთარ თავთან რამდენიმე წლიანი ბრძოლა წავაგე. პირველად წლების განმავლობაში ფურცელზე გადმოვიტანე სათქმელი და შვება ვიგრძენი. ახლა რომ მკითხოთ , განსხვავებული აზრების ქონა საშიში კი არა,ღვთისგან ბოძებული  ნიჭია, რომლის მადლიერიც ვარ.  ჩემი ნაწარმოები არსად არასდროს გამომიქვეყნებია. მეტიც, საგულდაგულოდ ვმალავდი დღემდე.  მეორე კურსის სტუდენტი ვარ, ტურიზმის განხრით.მიუხედავად ამისა, არსად არასდროს მიმოგზაურია. მეორე კურსი ალბათ გაგიკვირდებათ, მოდით ეს ჩემი ხალხთან ურთიერთობის შიშს დავაბრალოთ.  ერთადერთი მიზანი მაქვს, ვიპოვო და ბოლომდე შევიცნო საკუთარი თავი.


 


 


სინოპსისი


რომანი მოგვითხრობს უცნაურ ვითარებაში გაუჩინარებულ სესილიაზე და გამომძიებელ ოთარზე, რომელიც მთელი არსებით ჩაეფლო მის ძიებაში. გაუჩინარებიდან ორი კვირის თავზე, გოგონა შინ ბრუნდება და როგორც თვითონ ამბობს არ ახსოვს ამ დროის მონაკვეთში მომხდარი ამბები. გამომძიებლის ინტერესი სესილის მიმართ დღითიდღე იზრდება  და დროთა განმავლობაში სიყვარულში გადადის. რომანი მათ შორის სწრაფად ვითარდება და მალევე კრახით სრულდება დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო. თუმცა, ეს სრულებით არ აქრობს ოთარის ინტერესს და სიყვარულს პირიქით, უფრო ზრდის მას. თვეების გადის და როდესაც გაუჩინარებისგან გამოწვეული ქარიშხალი მთავრდება, სესილია კი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, სწორედ ამ დროს ხდება ყველაზე შემზარავი და მოულოდნელი რამ მის ცხოვრებაში... უნივერსიტეტში ხუთი შეიარაღებული ადამიანი იჭრება და ასობით სტუდენტი მძევლად აჰყავს.


 


 


 


 

358
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი