პირველი ტური (2019)
ქაოსი
სალომე ვადაჭკორია 434
ბიოგრაფია

მიზნები არ ამართლებს საშუალებას.ვზივარ და ვფიქრობ რა მინდა ცხოვრებისგან.თქვენც მკითველო ალბათ დიდხანს და ხშირად გიფიქრიათ ამაზე. რაც არ უნდა ბევრი ვამტკიცოთ არ არსებობს ადამიანი ოცნების გარეშე. განსხვავება იმაშია,რომ ზოგი ნებას აძლევს ითარეშოს და გონება მოიცვას ,ზოგს კი ეშინია და თავს უფლებას არ აძლევს იოცნებოს,იცის რომ რეალობა დაუნოდბელია.


რაც არ უნდა ბევრი ოცნება აგვიხდეს და გაგვიმართლოს ბოლოს მაინც ყველა მივხვდებით რომ ოცნებები არ ხდება.იმედგაცრუების შემდეგ ვივიწყებთ რაც გვინდოდა.


ვინ ვარ მე?ეს კითვა თუ დაგისვამთ საკუთრ თავისთვის>? თუ ჩემსავით გეშინიათ? მკითხველო თქვენთვის ვბედავ და ვეცდები ვიპოვო „მე“ ჩემს თავში. იმედია ეს მოტივაცია იქნება თქვენთვის.


თავდაჯერებული,იმპულსური,ემოციური,ამაყი,ერთპიროვნული,ეგოისტი,ეჭვიანი,თავნება,მეოცნებე,რომანტიკოსი,ფანტაზიორი,ლიდერი.


დავიბადე 1999 წელს .სიდუხჭირისა და უმეცრების ეპოქაში.არეულ დარეულ ქვეყანაში,კიდევ უფრო დანგრეულ და არეულ ქალაქ ოზურგეთში. ნამდვილად ნანატრი შვილი ვიყავი,ოჯახში ერთადერთ ბავშვი. მაშინ ყველას უჭირდა და რა გასაკვიია ,რომ ჩემს ოჯახსაც. მიუხედავად ამისა „ჰუმანას პაშტეტებს“ხშირად ვაგემოვნებდი როცა ჩემი ოჯახი უშაქრო ჩაის სვამდა.


რა გასაკვირა ,რომ ბავშვობა არ მახსოვს.ერთადერთი რაც ჩემს მეხსიერებაშია არის მანეჟისადაც სათამაშები ეყარა,რეკლამა რომლის გაგონებაზეც ცეკვას ვიწყებდი,უშუქობაში გატარებული ღამეები ლამპის შუქზე და მეზობლები,რომელთა ერთადერთი თავშესაქცევი მე ვიყავი. 3 წლის ასაკში ვიცოდი იმდროინდელი წნევის ყველა პრეპატარის სახელი.


ბაღი ბუნდოვნად მახსოვს,იშვიათად დავდიოდი ბაღში და თუ წავიდოდი აუცილებლად ვირუსით ვბრუნდებოდი. მხოლოდ რამდენიმე „მეგობარი“მახსოვს ,რომლებთაც ვერ ვიტანდი.სიმღერის გაკვეთილები როცა ჩემს უნიჭობას და სმენის უქონლობას მკაფიოდ გამოვხატავდი და კონცერტის დღეები როცა ყველა თვალი ჩემსკენ იყო მოპყრობილი.


ყველაზე განსხვავებული ვიყავი, ვიცოდი 60 სახელმწიფოს დედაქალაქი და უამრავი ლაამზი ლექსი.ტელევიზორშიც გამოვდიოდი სადაც უზომოდ მხატვრულად დიდი გრძნობით,ვამბობდი „ტანო ტატანოს 4 წლის ბავშვი. არ ვგრძნობდი რამე შინაარსობრივ დატვირთვას, მაგრამ ვინ თქვა რომ სმენა არ მქონდა?მე ვგრძნობდი ლექსის რითმას და დიდი სიამოვნებით წარმოვთქვამდი.


მიყვარდა როცა გამომარჩევდნენ,ბავშვობიდანვე ვგრძნობდი ,რომ განსაკუთრებული ვიყავი და ეს აღმაფრთოვანებელი იყო. კიდევ ერთი სასიამოვნო მოგონება ჩემი ბავშვობიდან. სტუდია იყო „ჩარლი“ სადაც 10 წელს ზევით ბავშვები სპეკტაკლებს დგამდნენ,მე კი 5 წლისამ შევასრულე მთავარი როლი. შავ კაბაში ,ვასრულებდი მოხუცი ქალის როლს,რომელიც მთავრობას ლანძთავდა. არ მოგესმათ,მთავრობის ლანძღვა უძველესი ტრადიციაა. ეს გამომდიოდა ოსტატურად რადგან სულ მოხუცი მეოზბლების გარემოცვაში ვიყავი(მე მეგონა ისინი მოხუცები) ასე ეს იყო ყველაზე სასაცილო პაროდია,რომელსაც ხალხი სიამოვნებით უსმენდა. სცენა მაბედნიერებდა,არ ვიცი რას ვგრძნობდი ,მაგრამ შიში კი ნამდვილად არასდროს მქონია.გავდიოდი სცენაზე და ამვიწყდებოდა ყველა. ხალხი რომ იცინოდა შნაგან ძალას ვგრძნობდი. მე ვკანკალებდი,ყველას ეგონა,რომ მციოდა რადგან ჩვენი თეატრი ზამთარ-ზაფხულ ყინულივით ცივია. მაგრამ ეს არ იყო სიცივისგან ეს იყო მოზღვავებული ემოცია რომელიც მაგიჟებდა.ახლაც მახსოვს ის შეგრძნება.


ამის შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი და არამნიშვნელოვანი მომხდარა,სკოლის წარმატებები,ახალი სპეკტაკლები,დაბადების დღეები,სკოლის ღონისძებები და მთავარი წამყვანი პერსონა ,ყურადღების ეპიცენტრში მე ვიყავი.ყველა ამბობდა რომ განსაკუთრებული ვიყავი და შავ-თეთრ ფონზე წითლად ვჩანდი.ეს იყო ჩემი ცხოვრების მიზანი და შთაგონებული მქონდა რომ განსაკუთრებული ვიყავი. თუმცა ადამიანები იზრდებიან.მეც გავაცნობიერე რომ მირჩევნოდა მაყურებლად დავრჩენილიყავი,რადგან ჩრდილში ყოველთვის გრილა.


ახლა ვსწავლობ საერთაშრისო ურთერთობებზე და ვეძებ ადამიანებს. ვსწავლობ ადამიანებს და მინდა ცხოვრების მიზანში გავარტყა.


სინოპსისი


სამყარო სადაც ადამიანები სახელების გარეშე ცხოვრობენ,ზედსართავი სახელებია მათი წოდებაც,აწმყოცა და მომავალიც.  პრაგმატიიულობით პრიმიტივიზმამდე დაყვანილ ქალაქში ქაოსი  ჩდება. ადამიანი,რომელიც არსებულ წესებს ვერ ემორჩილება და ამის გამო დიდ შნაგან გამოცდას გადის. იგი "სამკურნალოდ" ოჯახთან ერთად მიემგზავრება  მისტიურ ქალაქში. მოთხრობა ადამიანებზე,ცხოვრებაზე,სიყვარულზე და ყველაფერ იმაზე რაც  ადამიანებს  ასე გვჭირდება და გვენატრება.

434
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი