პირველი ტური (2019)
ცათა სასუფეველი
მარიამ გიგაშვილი 297
ბიოგრაფია

მე ვარ მარიამ გიგაშვილი, დავიბადე 1995 წლის 21 აგვისტოს. ვსწავლობ თბილისის თავიუსფალ უნივსისტეტში, ბიზნეს ადმინისტრაციის ფაკულტეტზე.
წერა დაახლოებით ექვსი წლის ასაკში დავიწყე - პირველ კლასში, ასოების გამოწერით. მას მერე ვწერ და ვწერ - ხან საკლასო დავალებებს, ხან უნივერსიტეტისას, ხან სამსახურის შეხვედრებს ვინიშნავ.
ესენი რომ ერთად მოკრიფო, კი გამოვა გამოვა ერთი კრებული, მაგრამ შეიძლება არ გამომიქვეყნონ.


ჯერ როგორც მახსოვს, არსად არაფერი გამომიქვეყნებია. ზოგიერთ კონკურსს კი წავთამაშებივარ, მაგრამ ისინი არ მწყალობენ. ლიტერატურულ ფსევდონიმზე ხომ არ მეფიქრა?!არა, კარტს არ ვთამაშობ, მაგრამ ე.წ. „ვალეტი“ ჩემი ალტერეგოა - “Jack of all trades – master of none”.



სინოპსისი
ისტორია რეალური და სიცოცხლის მიღმა არსებული სამყაროების თანაკვეთას ეხება. ნაწარმოების მთავარი გმირი ახალგაზრდა, სარკასტული ქალი თამარ იოსებიძეა, რომელიც თავისდაუნებურად იცვლის ცხოვრების გზას და სტაბილური, მხოლოდ სამუშაოთი გაჯერებული ცხოვრებიდან იქ ინაცვლებს სადაც მხოლოდ აღარცოცხლებს მიესვლებათ - ცათა სასუფეველში.


ცათა სასუფეველი ის არაა, რაც თამარს ჰქონია. ზეციური კადრების სინათლის პროგრამის მარადიულობაში მხოლოდ ერთი შეცდომის გამო მას მიცვალებულთა სამყაროში მოხვედრა უწევს. ქალი, რომელიც მხოლოდ დასვენებისა და დამსახურებული ნეტარების მოლოდინშია, უცებ თავს ამოყოფს მარადჟამულ სამუშაო რიტმში - იქ სადაც არავინ ისვენებს და არავის სძინავს. რაც უფრო ღრმად ითრევს ეს სამყარო, მისთვის მით უფრო ცხადი ხდება, რომ ადამიანები ცათა სასუფეველშიც კი ადამიანებად რჩებიან - უბრალოდ უფრო ნაკლებს ოცნებობენ და ფიქრობენ ვიდრე სიცოცხლეში.


თამარი იძულებულია მონაწილე გახდეს მათი ცხოვრების, დაუპირისპირდეს საკუთარ შიშებს და პასუხი გასცეს კითხვას: მატერია ქმნის იდეას თუ იდეა ქმნის მატერიას?!

297
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი