პირველი ტური (2019)
ცირკში
ლუკა ხატიაშვილი 2916
ბიოგრაფია

მე ვარ ლუკა ხატიაშვილი, ოცი წლის, მონპელიეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი.  სწავლისაგან გამომდინარე წლის უმეტესი ნაწილი მიწევს საქართველოს საზღვრებს გარეთ ყოფნა.


ვარ ორი წიგნის ადამიანთა ყოფისა და შერწყმის ავტორი. ორივემ რაღაც მასწავლა; უფრო სწორად აღმომაჩენინა: პირველმა წერის სიყვარული, მეორემ ჩამოსათვლელადაც კი ბევრია იმდენი რამ.


უკვე რამდენიმე წელია, რაც წერა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. ბევრს აღარ გავაგრძელებ - ჩემს ნაწერს მივანდობ დანარჩენის მოყოლას ჩემზე.

სინოპსისი


რომანი ჟანრად დისტოპიურია, გარემო-დამძიმებული, ხალხი- უგრძნობი; ომის შემდეგ აგებულ სამყაროში მხოლოდ ცირკია ნამდვილი.


ცირკი წლიდან წლამდე, ქალაქიდან ქალაქში დაეხეტება. გაუფერებულ საზოგადოებაში  ვერავინ ხვდება, თუ რა მიზანი ამოძრავებთ დასის წევრებს, თუმცა ყველაზე სამწუხაროა, რომ მწარე დროება  ნელ-ნელა მათ საკუთარ რაობას ავიწყებს. სინმადვილეში ეს ცირკი თეატრია,რომლის მიზანიც კათარზისია, თუმცა მაინც ცირკი ჰქვია. საინტერესოა არა?


აქ არ არიან არც პროტაგონისტები და არც ანტაგონისტები, თუმცა ამბავს ჰყავს ორი მთავარი მთხრობელი  - წარსულს ბალთაზარი გვიამბობს, აწმყოს მართა.


ორი სრულიად განსხვავბული :


მართა - მსახიობი, ქალი, ამაყი, მგრძნობიარე, შეუვალი, უკეთესი მომავლისათვის მებრძოლი. მას ჰყავს თავისავით ნაადრევად დაბერებული კატა - ურიელი. მართას უყვარს ცირკი, ისევე, როგორც ოდესღაც უყვარდა ბალთაზარი. ის ეძებს პასუხებს;


ბალთაზარი -მწერალი, სცენარისტი, ცირკის შემქნელი. მეგობრები ბათეს ეძახიან. ჩვეულებრივი ადამიანი - ერთი შეხედვით, ლაჩარი, მაგრამ სინამდვილეში  ძლიერი. მას აღარ სწამს საკუთარი თავის, ისევე, როგორც ცირკის, მაგრამ სწამს წარსულისა და , რა თქმა უნდა, მართასი.


ყველას ვერ ჩამოთვლი, რადგან ძალიან ბევრ  განსხვავებულ პერსონაჟსა და ისტორიას იტევს ეს ამბავი, თუმცა მთავარი კითხვა ერთია, რომელიც საბოლოოდ  მაინც პასუხგაუცემელი რჩება - რა ხდებოდა სინამდვილეში ცირკში?


 



2916
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი