image
ართურ კონან დოილი
წლები: 22 მაისი 1859 - 7 ივლისი 1930
აღწერა:
არტურ კონან დოილი დაიბადა 1859 წელს, ედინბურგში. მას ცხრა დედმამიშვილი ჰყავდა. მამა ადრევე გარდაიცვალა ალკოჰოლიზმით. დედა კი ირლანდიელი პლანტაგენეტების წარმომადგენელი იყო.
კათოლიკურ სკოლებში დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების შემდეგ დოილი აგნოსტიკი ხდება. 1875—1881 წლებში მედიცინას სწავლობს ედინბურგის უნივერსიტეტში. მისი ექიმად მუშაობა ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება. პაციენტთა რიცხვი სულ უფრო მცირდება, რაც საშუალებას აძლევს მწერლობას მეტი დრო დაუთმოს. თავის პირველ ნაწერებს 1879 წელს აქვეყნებს , ხოლო 1887 წელს პირველად ჩნდება შერლოკ ჰოლმზის პერსონაჟი Beeton's Christmas Annual-ში გამოქვეყნებულ ნოველაში. დოილი თავს ანებებს მედიცინას და მთელ დროს მწერლობას უძღვნის.

პარალელურად დოილი პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა და წერს პამფლეტებს, მათ შორის: ომი სამხრეთ აფრიკაში: მიზეზები და ორგანიზაცია. 1902 წელს მას კეთილშობილის ტიტულს მიანიჭებენ და ხდება სერ არტურ კონან დოილი.
1918 წელს დოილი სპირიტიზმით დაინტერესდება და იწყებს კონფერენციათა ტურნეს, აქვეყნებს სხვადასხვა სახის ნაშრომებს, მათ შორის: ახალი გამოცხადება (1918), რომელშიც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობას და ზეციურ ძალებთან კონტაქტის შესაძლებლობას ამტკიცებს.
Email
ავტორის წიგნები