15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ავტორი

არტურ იურკევიჩი

აღწერა :
ლატვიელი მწერალი, ჟურნალისტი და ქოფირაითერია. დაამთავრა ჟურნალისტიკისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი ლატვიის უნივერსიტეტში. 2001 წლიდან მუშაობდა რადიოსა და ტელევიზიაში საავტორო გადაცემების წამყვანად. მისი სტატიები იბეჭდებოდა ლატვიურ პრესაში. 2015 წლიდან მუშაობა დაიწყო ივენთმენეჯერად სახელოვნებო პროგრამების მიმართულებით. ლიტერატურული დებიუტი მისთვის იყო მოთხრობების სერია, რომელიც ჟურნალ „კომერსანტში“ იბეჭდებოდა. 
საქართველოში 2009 წელს ჩამოვიდა იმისთვის, რომ ინტერვიუ ჩაეწერა რეზო გაბრიაძესთან, მას შემდეგ, ქვეყანა თავდავიწყებით შეუყვარდა და აქ დიდ დროს ატარებს. მან ღრმად შეისისხლხორცა ქართველების აზროვნება, ურთიერთობის წესები და რიტმი.