image
ჯეკ კერუაკი
წლები: 1922 - 1969
აღწერა:
ამერიკელი მწერალი, პოეტი, მსახიობი. ბიტნიკთა თაობის წარმომადგენელი. კერუაკმა სიცოცხლეშივე მოიპოვა პოპულარობა, მაგრამ მის მიმართ ბევრი კრიტიკაც ისმოდა. დღეისთვის იგი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამერიკელ ავტორად არის მიჩნეული. კერუაკის სპონტანურმა და გულახდილმა სტილმა გავლენა მოახდინა შემდგომში ისეთ ცნობილ მწერლებზე, როგორებიცაა ტომ რობინსი, ლესტერ ბენგსი, რიჩარდ ბრაუტიგანი, ჰანტერ ს. ტომპსონი, კენ კიზი, ტომ უეილსი და ბობ დილანი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია გზაზე, ზეციური მათხოვრები (The Dharma Bums), ბიგ სური და კოდის ხილვები. კერუაკის შემოქმედება საზოგადოებრივი პირობითობების დამსხვრევისა და სიცოცხლის აზრის პოვნის სურვილს ასახავს. ძიების პროცესში იგი უარს არ ამბობს მოხეტიალე ცხოვრებასა და ნარკოტიკებზე. მისი წიგნები ხშირად შეფასებულია, როგორც 1960-იანი წლების კონტრკულტურის კატალიზატორი.
Email
ავტორის წიგნები