image
ნოდარ დუმბაძე
წლები: 14 ივლისი 1928 - 14 სექტემბერი 1984
აღწერა:
ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა - ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა - ანა ივანეს ასული ბახტაძე - დიასახლისი. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს. ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასა და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა.
Email
ავტორის წიგნები