image
სალმან რუშდი
წლები: 1947
აღწერა:
ბრიტანელი ინდოელი მწერალი, ესეისტი. პირველი წარმატება მისმა მეორე რომანმა „შუაღამის შვილები“ (1981) მოუტანა, რომელმაც ბუკერის პრემია მიიღო. მისი ადრეული თხზულებების უმრავლესობა ინდოეთის ქვეკონტინენტზეა დაფუძნებული. მის სტილს ხშირად მაგიურ რეალიზმს მიაწერენ, თუმცა ამასთან მისი ნამუშევრების მთავარი თემა ხანგრძლივი, მდიდარი და ხშირად წინააღმდეგობრივი ისტორიაა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირების, მათი რღვევისა და მიგრაციების შესახებ. მისი მეოთხე რომანი „ეშმაკეული აიები“ (1988) მრავალი ქვეყნის მუსლიმთა რისხვის საგანი გახდა. აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ მასზე ფატვას (სიკვდილის განაჩენის) გამოტანის გამო მომდევნო რამდენიმე წელი მას მალვაში ცხოვრებამ მოუწია და მხოლოდ შიგადაშიგ ჩნდებოდა საზოგადოებაში. 2007 წლიდან ის ემორის უნვერსიტეტშია მოწვეული პროფესორის თანამდებობაზე.


Email
ავტორის წიგნები