15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ახალი წიგნები



თვის ბესტსელერები



ბლოგი


წიგნები, რომელთა მიხედვითაც Netflix-ის ეკრანიზაციები შეიქმნა

ყველა, ვისაც ფილმებისა და სერიალების ყურება უყვარს, Netflix-ზე გიჟდება, რადგან სწორედ ეს, მსოფლიოში ცნობილი მედიაპროვაიდერი, ქმნის ჩვენთვის საყვარელ მცირე- თუ მრავალსერიიან ფილმებს, რომელთა გამოც ღამეებს ვათენებთ ხოლმე. Netflix კიდევ ბევრი მიზეზის გამო გვიყვარს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენი საყვარელი წიგნების თანამედროვე და განსხვავებულ ეკრანიზაციებს გვთავაზობს. მეორე მიზეზი ისაა, რომ არასოდეს უვლის გვერდს ბესტსელერებს და როგორც კი ესა თუ ის წიგნი პოპულარობას მოიპოვებს, Netflix-ს უკვე მზად აქვს მისი ეკრანიზაცია. ამ სტატიაში 4 წიგნს შემოგთავაზებთ, რომელთა მიხედვითაც  Netflix-ის ეკრანიზაციები შეიქმნა.ჯეინ ოსტინის „ამპარტავნობა და ამოჩემება“ ალბათ შეუძლებელია მოიძებნოს ადამიანი, ვისაც ოსტინი უყვარს და 2005 წელს Netflix-ის გადაღებული ფილმი არ აქვს ნანახი. კირა ნაითლისა და მეთიუ მაკფადიენის უკვდავი წყვილი უკვე 15 წელია მაყურებელს აღაფრთოვანებს. ცნობილი ინგლისელი მწერალი ქალის ყველაზე პოპულარული რომანი ამ სათაურით გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გამოსცა. თუკი წიგნი გაქვთ წაკითხული ან ფილმი ნანახი, სათაურს უთუოდ გაამართლებთ. როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს: „მთარგმნელმა შეძლო და ამ ფორმაში, ნაწილობრივ მაინც, ასახა ავტორის მისწრაფება ალიტერაციისაკენ, რომელიც ასეთი მკაფიოა დედნის სათაურში Pride and Prejudice – „ამპარტავნობა და ამოჩემება“ ამ მხრივაც გაუმჯობესებული ვერსიაა და ეს არ არის პატარა ამბავი. რაც მთავარია, ამსათაურიან წიგნს რომ აიღებ, უკვე იცი, რაზეა ის..."ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - „დიდი გეტსბი“ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ეს რომანი-ფეიერვერკი Netflix-მა გამორჩეულად გააცოცხლა; იმდენად გამორჩეულად, რომ ვისაც წიგნი არ ჰქონდა წაკითხული, მისი წაკითხვის სურვილი გაუჩინა. ფილმმა 2 ოსკარი მოიპოვა, ლეონარდო დიკაბრიოს უბადლო შესრულებამ კი მილიონობით ადამიანი მიაჯაჭვა ეკრანს. და მაინც, ვინ არის გეტსბი? - მილიონერი, რომელიც წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა... სასიყვარულო სამკუთხედის ეს ისტორია იმდენად საინტერესოდ არის გადმოცემული, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გამოსა სერიაში "იკითხე კლასიკა".მერი-ენ შეფერი - „გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება“ თუ გიყვართ ბრიტანული ფილმები ბრიტანელი მსახიობებით და რაც მთავარია, შეუდარებელი ბრიტანული აქცენტით, ეს ფილმი ნანახი უნდა გქონდეთ. ფილმი ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით არის გადაღებული, რომელიც „პალიტრა L-მა“ „წლის ბესტსელერის“ სერიაში გამოსცა. ომის შემდგომი ლონდონი. ახალგაზრდა მწერალი ჯულიეტი ახალი წიგნისთვის სიუჟეტს ეძებს და მის პოვნაში მისი უდიდებულესობა შემთხვევა დაეხმარება - წერილს მიიღებს კუნძულ გერნზის მეღორისგან, რომელიც სთხოვს მიასწავლოს ლონდონში წიგნის მაღაზია, სადაც საყვარელი მწერლის წიგნებს შეიძენდა. კუნძული გერმანელებს ჰქონდათ ოკუპირებული, მოსახლეობას თავშეყრას უკრძალავდნენ. მტრის თვალის ასახვევად რამდენიმე კუნძულელმა კითხვის სიყვარული მოიმიზეზა, ასე შეიქმნა „გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება.“ჯენი ჰანი - „ყველა ბიჭს, რომლებიც მყვარებია“ თინეიჯერული ფილმების გადაღება ყველაზე უკეთ ვის გამოსდის, თუ არა Netflix-ს?! „ყველა ბიჭს, რომლებიც მყვარებია“ კიდევ ერთი, ბესტსელერის მიხედვით გადაღებული ფილმია, რომლის ორივე ნაწილმა უკვე დაიპყრო თინეიჯერების (და არამხოლოდ) გული. 16 წლის ლარა-ჯინი გულისნადებს მხოლოდ წერილებს ანდობს და მათ საქუდე კოლოფში ინახავს. სულ 5 წერილია - ყველა იმ ბიჭისთვის, რომლებიც ოდესმე ჰყვარებია. ერთხელაც ხუთივე წერილი ადრესატებთან მოხვდება და გოგონა სიცრუის კორიანტელში გაეხვევა. სანამ ლარა-ჯინი გაერკვევა, ეს როგორ მოხდა, იმაშიც დარწმუნდება, რომ ცხოვრება ტკბილ-მწარე მოულოდნელობებით არის სავსე: სადაც სიყვარულია, იქ ვერაგობაც შეიძლება იყოს ჩასაფრებული; შეიძლება გგონია, აი,სწორედ ეს ბიჭი მიყვარსო, მაგრამ თურმე ნამდვილი სიყვარული შენ ახლოს, გვერდით ყოფილა, უბრალოდ, დანახვა გჭირდებოდა... წიგნი გამოიცა სერიაში "ლიბერთინსი". ოთხივე ფილმი და წიგნი იმ კატეგორიიდან არის, ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ უნდა ნახო და, რაც მთავარია, უნდა წაიკითხო. თუკი ჯერ არცერთი არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ, წიგნით დაიწყოთ. ამის შემდეგ ეკრანიზაციებს უფრო კარგად შეაფასებთ.

11 ნოემბერი, 2020 წ.

#ბლოგიწიგნზე „ლიტერე ინვენტედან“ - უილიამ სტაირონის „სოფის არჩევანი“

„სოფის არჩევანი“ ცნობილი რომანია _ ამბავი ქალზე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი გამოიარა და გადარჩენა შეძლო. საერთოდ, რა ფასად ახერხებს ადამიანი სიცოცხლის შენარჩუნებას, მით უფრო, სიკვდილის ბანაკში? რა ღირს სიცოცხლე? წიგნის ავტორი უილიამ სტაირონია. ამერიკიდან ევროპაში გადაბარგებულმა, 1951 წელს პირველი რომანი Lie Down in Darkness გამოაქვეყნა, ეს ერთგვარი შემოქმედებითი მოთელვა იყო, რადგან წლების შემდეგ, 1967-ში, მან დაწერა რომანი The Confessions of Nat Turner, რომლის გარშემოც დიდი ხმაური ატყდა, ავტორი რასიზმში დაადანაშაულეს და ისტორიული ფაქტების დამახინჯება დასდეს ბრალად. თუმცა ხმაურმა პოპულარობა და პულიცერის პრემია მოუტანა მას. არანაკლები კრიტიკის ქარცეცხლში გახვიეს სტაირონი 10 წლის შემდეგ, „სოფის არჩევანის“ გამო, განსაკუთრებით უკმაყოფილო და შეურაცხყოფილი ებრაელი საზოგადოება დარჩა, თუმცა წიგნში მოთხრობილმა მძიმე ცხოვრებისეულმა დრამამ, დიდი პოპულარობა მოუტანა არა მხოლოდ ავტორს, არამედ ჰოლივუდის ახალგაზრდა მსახიობ მერილ სტრიპსაც, რომელმაც 1987 წელს ეკრანიზებული რომანის მთავარი გმირის განსახიერებისთვის ოსკარი დაიმსახურა. რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი, მთხრობელი, სამხრეთელი ახალგაზრდაა, სახელად სტინგო, რომელმაც, რომანის ავტორივით, დიუკის უნივერსიტეტი დაამთავრა და მეორე მსოფლიო ომის დასასრულს სხვადასხვა ბრძოლაში მონაწილეობაც მოასწრო. ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ გამომცემლობაში მუშაობს, მაგრამ სხვისი ნაწერების კითხვა ბეზრდება და გადაწყვეტს თვითონ გახდეს მწერალი. შემოქმედებითი განწყობის შესაქმნელად სტინგო ბრუკლინში გადადის და ქირაობს სახლს, რომელშიც პოლონელი სოფი ზავისტოვსკაია და მისი ბოიფრენდი, ახალგაზრდა ებრაელი მეცნიერი ნათან ლანდაუც ცხოვრობენ. სოფი და ნათანი სტინგოს უახლოესი მეგობრები ხდებიან. მომავალი მწერალი სულ უფრო მეტს იგებს ახალგაზრდა ქალის შესახებ. სოფი თავად ყვება, როგორ ცხოვრობდა ოკუპირებულ პოლონეთში, როგორ ჩავარდა ტყვედ და მიუხედავად იმისა, რომ ებრაელი არ არის, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში პოლონელ ებრაელებთან ერთად როგორ მოხვდა. შეყვარებული წყვილი, ერთი შეხედვით, ბედნიერი და უზრუნველია, თუმცა სტინგო სულ უფრო ხშირად შეესწრება ხოლმე ნათანის მოუთოკავ მრისხანებას _ ახალგაზრდა ებრაელი მეცნიერი სასტიკად უსწორდება თავის რჩეულს, სცემს მას, „ფაშისტების მეძავს“ უწოდებს და სახლიდან გარბის, თუმცა ყოველთვის ბრუნდება და ცრემლებით სთხოვს ქალს პატიებას. ნათანი თითქოს შეპყრობილია გერმანელებზე და მათ ფარულ მოკავშირეებზე შურისძიების წყურვილით. ის სულ უფრო ხშირად მოითხოვს სოფისგან პასუხს კითხვაზე, ცოცხალი როგორ გადაურჩა ყველაზე სასტიკ საკონცენტრაციო ბანაკს მაშინ, როცა მილიონობით ებრაელი ამოიგუდა გაზის კამერებში? ეს საიდუმლოა. სოფის არჩევანი მისი გადარჩენის საიდუმლოა. რამ გადაარჩინა სიკვდილს  _ ამას განგებ არ ვამბობთ ახლა. დაე, ამ დაფარული ამბის გაცხადების მოწმე მკითხველი თავად გახდეს, როცა წიგნს წაიკითხავს. ეს წიგნი ხომ მისი არჩევანია. თამარ ჟურული, რედაქტორი წიგნის შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში. გამოწერის შემთხვევაში, გადადით ბმულზე    

05 ნოემბერი, 2020 წ.

რა უნდა წაიკითხონ სკოლის მოსწავლეებმა? - ტოპ 5 სიახლე სერიაში "მოსწავლის არჩევანი"

სა­ი­დან და რო­გორ ჩნდე­ბა წიგ­ნე­ბის კი­თხვის სიყ­ვა­რუ­ლი? თით­ქოს, მარ­ტი­ვი შე­კი­თხვაა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ წიგ­ნე­ბის შე­საყ­ვა­რებ­ლად, მთა­ვა­რია, და­ვი­წყოთ კი­თხვა. თუმ­ცა ასეთ დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ წა­სა­კი­თხი წიგ­ნი, რათა მან უფრო მეტი წიგ­ნის გაც­ნო­ბის ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვი­ოს. ეს სა­კი­თხი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია მშობ­ლე­ბის­თვის, მი­თ უ­მე­ტეს მა­შინ, როცა ბავ­შვი პირ­ვე­ლად იწყებს წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, პე­და­გო­გებს ხშირად უწევთ მათთვის რჩე­ვე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, თუ რო­გორ გახ­დეს წიგ­ნი ბავ­შვის, მო­ზარ­დის ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი. ამ მხრივ, "პა­ლიტ­რა L-ის" მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი "მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნის" სე­რია ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა, რო­გორც მშობ­ლებს, პე­და­გო­გებს, ასე­ვე - ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებს, რომ აღ­მო­აჩი­ნო­ნ ასა­კობ­რი­ვად მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რა. "მოსწავლის არჩევანი" არის სერია, რომელშიც გაერთიანებული წიგნები მოზარდს შეაყვარებს კითხვას და წიგნთან ურთიერთობას ბევრად უფრო საინტერესოსა და სასიამოვნოს გახდის. აქ არის ლიტერატურა, რომლის შერჩევასა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეთათვის დაჯგუფებაში მასწავლებლები და ფსიქოლოგები მონაწილეობენ. მსოფლიოში ცნობილ მწერლებთან ერთად, პროექტი ქართველი კლასიკოსი და თანმედროვე ავტორების წიგნებსაც აერთიანებს. "მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნი" არის სე­რია იმ წიგ­ნე­ბი­სა, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თვის. ასო­ცი­ა­ცია ამ სე­რი­ის წიგ­ნე­ბის­თვის ად­გენს ანო­ტა­ცი­ას, კი­თხვარს და ასა­კობრივი კა­ტე­გო­რი­ის მი­ხედ­ვით გან­სა­ზღვრავს, რო­მელ ას­კობ­რივ ჯგუფს, რო­მე­ლი წიგ­ნი შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ეს წიგ­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან დახ­მა­რე­ბას გა­უ­წე­ვს პე­და­გო­გებს, ვინაიდან, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში შე­იძ­ლე­ბა ჩარ­თო­ნ ის კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც წიგ­ნებ­შია მო­ცე­მუ­ლი, რად­გან კი­თხვე­ბი არის სამ­სჯე­ლო და ხელს უწყობს მოს­წავ­ლის ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას", - თინათინ ქავთარაძე, პედაგოგი. "მოსწავლის არჩევანი" უკვე 70-ზე მეტ წიგნს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში, მუდმივად გამოიცემა სიახლეები. გთავაზობთ სერიის 5 ახალ გამოცემას:   იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები წიგნი მე-19 საუკუნის ქართველი მოღვაწისა და „დედა ენის“ ავტორის იაკობ გოგებაშვილის რამდენიმე, ძალიან საინტერესო ისტორიულ მოთხრობას აერთიანებს. ამ მოთხრობებში ბავშვი გაიცნობს სახელგანთქმულ ქართველ მეფეებსა და გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია შეცვალეს: ააგეს კულტურული ძეგლები, დააფუძნეს ქალაქები, შექმნეს ქართული ენა და დამწერლობა, განავითარეს ლიტერატურა, განავრცეს განათლება და ააშენეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, მოიგეს გადამწყვეტი მნიშვნელობის ომები და გააერთიანეს ქვეყანა.   აკაკი წერეთელი - „კუდაბზიკეთი და სხვა მოთხრობები“ წიგნში წარმოდგენილია აკაკი წერეთლის მცირე მოთხრობები და ავტობიოგრაფიული ტექსტი  „ჩემი თავგადასავალი“. ამ მოთხრობებში ავტორი სამშობლოს ბედ-იღბალზე, სირთულეებით აღსავსე მის ისტორიულ წარსულსა და ქართულ ადათ-წესებზე გვიყვება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აკაკი მხოლოდ აღწერით როდი შემოიფარგლება, ხშირად კრიტიკულ შეფასებებსაც გვთავაზობს. მცირე მოთხრობებში სახალისო თავგადასავლებს გაეცნობით, ბავშვების დაკვირვებებსა და შთაბეჭდილებებს გაიზიარებთ. „ჩემი თავგადასავალი“ კი იმ კარს გაგიღებთ, რომელიც მე-19 საუკუნის მოზარდის ცხოვრებაში შეგახედებთ.   ვინი პუჰის თავგადასავლები ვინი პუჰი მხიარული, კეთილი და მსუნაგი დათუნიაა. მას თავისი მეგობრები ძალიან უყვარს და გიჟდება თაფლზე. დათუნია პუჰის თავგადასავლები ხალისითაა სავსე. წიგნში გაიცნობთ ვინის მეგობრებს: კურდღელს, გოჭუნას, ბუს, ვირუკელა იო-იოს, კენგს, ვეფხვსა და ბიჭუნა კრისტოფერ რობინს. ისინი სულ პუჰის გვერდით არიან და ხშირად, დაიხსნიან ხოლმე დათუნიას გასაჭირიდან. თავის მხრივ, არც ვინი პუჰი იხევს უკან, როცა მეგობარი მოწყენილია, ან დახმარება სჭირდება. ამრიგად, გაიცანით ვინი პუჰი და მისი მეგობრები. ისინი გაგიძღვებიან დაუვიწყარი თავგადასავლების გზაზე და გაჩვენებენ, როგორი ბედნიერია ყოველი დღე, როცა მეგობრებს ერთმანეთი უყვართ.   თამრი ფხაკაძე - „ანბანი“ დაიკო ნუცა და ძამიკო ბუცა თეატრიდან გაქცეულ ანბანის თოჯინებს ეძებენ. ბრაზიანმა თეატრის დირექტორმა გაანაწყენა თოჯინები. ბავშვები რომ არა, ისინი ახლაც დაკარგულები იქნებოდნენ. ნუცამ და ბუცამ ბევრი იწვალეს, რათა თოჯინები ეპოვათ და ალბათ, წარმატებას ვერც მიაღწევდნენ, რომ არა მოლაპარაკე კურდღელი, რომელმაც ბავშვებს ჯადოსნური სიტყვები ასწავლა: “ჩიკი, ჩიკი, ჩიკონი, და­კარგულებს ვიპოვი!“ ნუცა და ბუცა შეუდგნენ ანბანის მიხედვით თოჯინების მოძებნას და იცით სად აღმოჩნდა თოჯინა ანი? - ბაჭია აცმაცუნას აგარაკზე, კიდევ იცით, რამდენი საინტერესო ადგილის დათვალიერება მოუწიათ ბავშვებს, დარჩენილი ოცდათორმეტი თოჯინის საპოვნელად? თოჯინები მადლიერები იყვნენ კურდღელისა და ბავშვების, რომლებმაც საყვარელ თეატრში დააბრუნეს და კიდევ ბევრი წარმოდგენის გამართვის შესაძლებლობა მისცეს, მაგრამ სად დაიკარგნენ თოჯინა ბანი, განი, ჯანი, ან სხვები? ამას უკვე წიგნის წაკითხვის შემდეგ დაადგენთ.   სულხან-საბა ორბელიანი - „იგავ-არაკები“ იგავი შეფარვით ეუბნება სათქმელს მკითხველს. მისი გმირები ცხოველები, ფრინველები არიან, თუმცა მათში ის ადამიანური პრობლემები და სატკივარია გადმოცემული, რაც გვაწუხებს, რის შესახებაც, ხშირად, კითხვებს ვსვამთ. სულხან-საბა ორბელიანის იგავები წარმოდგენილია მის თხზულებაში „სიბრძნე სიცრუისა“. აღნიშნულ ტექსტში მეფის ორი ვეზირის, რუქასა და სედრაქის, კამათი და პაექრობა იგავებით მიმდინარეობს. ორი დაპირისპირებული ფილოსოფია ცდილობს იგავ-არაკებით წარმოაჩინოს თავისი მართებულობა. არაკები, რომელთაც წიგნში გაეცნობით, ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე დაგაფიქრებთ: რა არის პატიოსნება? რას ნიშნავს სიკეთე? არსებობს თუ არა აბსოლუტური ბოროტება? პირადი გამორჩენისთვის გარჯა ჯობია, თუ უანგაროდ სხვისთვის დახარჯვა? ეს კითხვები განმსჭვალავს ადამიანის ყოველდღიურობას და მუდამ დაფიქრებას მოითხოვს მისგან. იგავები არჩევანის გაკეთების აუცილებლობაზე მიგვანიშნებენ, რაშიც ვერავინ დაგვეხმარება, გარდა საკუთარი თავისა: ბაყაყმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს სხვა წყლებში გადავიდეს სანავარდოდ, თუ გუბურაში დარჩეს და დაიღუპოს („იხვი და ბაყაყი“), მცურავმა უნდა არჩიოს – ღმერთის შეწევნას დაელოდოს, თუ თვითონ გადაირჩინოს თავი („უგუნური მცურავი“). ამრიგად, ჩვენ მუდამ გვიხდება გადაწყვეტილების მიღება, რაც კითხვების დასმის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს. მთავარი კი ისაა, გავიაზროთ, რა იქნება გაკეთებული არჩევანის საფასური.        

06 ოქტომბერი, 2020 წ.

პროექტები, რომლებმაც საქართველოში შექმნა ლიტერატურული ისტორია

წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" 15 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" და­არ­სდა 2005 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს და 15 წლის მან­ძილ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი. 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა ქმნის ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვან და ხელ­მი­საწ­ვდომ ლი­ტე­რა­ტუ­რას ყვე­ლა ასა­კი­სა და ინ­ტე­რე­სის მკი­თხვე­ლი­სათ­ვის. წარ­მო­გიდ­გენთ იმ პრო­ექ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ის­ტო­რია და სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი: 2009 წელს შე­იქ­მნა სე­რია "დიდი მხატ­ვრე­ბი", რო­მე­ლიც რჩე­უ­ლი ფერმ­წე­რე­ბის შე­დევ­რებ­სა და ის­ტო­რი­ას მო­ი­ცავს. 2010 წლი­დან გა­მომ­ცემ­ლო­ბის პრო­ექ­ტმა "50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ"უამ­რა­ვი ოჯა­ხის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ი­დო ბინა. ამ სე­რი­ის წიგ­ნე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო ტი­რა­ჟით იყი­დე­ბო­და (კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 50 000 ეგ­ზემპლა­რი) და იყი­დე­ბა დღემ­დე. პრო­ექ­ტი, გარ­და იმი­სა, რომ ე. წ. "აუ­ცი­ლებ­ლად წა­სა­კითხ" ლი­ტე­რა­ტუ­რას აერ­თი­ა­ნებს, ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად კარ­გად გა­ფორ­მე­ბულ, ხა­რის­ხი­ან წიგ­ნებს სთა­ვა­ზობს მკი­თხველს. 2010 წელს და­ი­წყო სე­რია "ქარ­თუ­ლი პრო­ზის სა­გან­ძუ­რი". ამ პრო­ექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ზის რჩე­უ­ლი ნი­მუ­შე­ბი ყვე­ლა­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და. 2012 წელს გა­მო­ი­ცა "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ოთხტო­მე­უ­ლი", რომ­ლის სრუ­ლი ტი­რა­ჟი გა­მოს­ვლის დღეს­ვე გა­ი­ყი­და. მას შემ­დეგ წიგ­ნი კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­ცა. 2019 წელს კი მკი­თხველ­მა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და შევ­სე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა იხი­ლა, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან 21-ესა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე. 2012 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბამ და­ი­წყო სე­რია "ჩემი რჩე­უ­ლი", რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი პო­ე­ტე­ბი­სა და მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას აერ­თი­ა­ნებს. ეს იყო უდი­დე­სი საქ­მე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით. პრო­ექ­ტი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაგ­რძელ­და "ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლი­ო­თი", რო­მე­ლიც მკი­თხველს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა ეპო­ქა­ში მი­უ­ძღვე­ბა და აზი­ა­რებს მათ კულ­ტუ­რას. 2012 წელსდა­ი­წყო პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი საყ­მაწ­ვი­ლო წიგ­ნე­ბის პრო­ექ­ტი 3D ფორ­მატ­ში. 2012 წლი­დან გა­მომ­ცემ­ლო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" ფარ­გლებ­ში, თა­ვის მკი­თხველს მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სრუ­ლი­ად ახალ წიგ­ნებს სთა­ვა­ზობს. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, გა­რე­მოს დაც­ვა და ხე­ე­ბის გა­დარ­ჩე­ნა, სა­ნაც­ვლოდ კი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სათ­ვის. 2013 წელს მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მკი­თხვე­ლის თხოვ­ნით, "50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ" გაგ­რძელ­და პრო­ექ­ტით "კი­დევ 49 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ". აქაც, რო­გორც სხვა ბევ­რი პრო­ექ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მკი­თხვე­ლის აზრს მი­ე­ნი­ჭა უპი­რა­ტე­სო­ბა და სწო­რედ ისი­ნი არ­ჩევ­დნენ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­სა­ცემ ლი­ტე­რა­ტუ­რას.სე­რი­ის მთა­ვა­რი წიგ­ნია ბიბ­ლია, რო­მე­ლიც უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­აქ­რის ჩარ­თუ­ლო­ბით გა­მო­ი­ცა. 2014 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბამ და­ი­წყო წიგ­ნე­ბის ახა­ლი სე­რია "სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია". 30 ტომ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია არა მხო­ლოდ მო­ზარ­დე­ბის­თვის, ყვე­ლა ასა­კის მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. ის­ტო­რი­კო­სე­ბი­სა და მკვლევ­რე­ბის მიერ აღ­დგე­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი, უნი­კა­ლუ­რი ექ­სპო­ნა­ტე­ბი, მოვ­ლე­ნე­ბის დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რა - სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ამ ვი­ზუ­ა­ლურ­მა რე­კონ­სტრუქ­ცი­ამ მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნე­ბი, ფაქ­ტე­ბი და რე­ა­ლუ­რი ამ­ბე­ბი ცალ­კე­ულ წიგ­ნე­ბად დაყო და ერთ სე­რი­ად გა­ა­ერ­თი­ა­ნა. 2014 წელს გა­მო­ი­ცა ტო­მე­უ­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დი" ეს არის სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც მკი­თხველს ყვე­ლა წმინ­და­ნის სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას დაწ­ვრი­ლე­ბით აც­ნობს. 2014 წელს და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ხელ­ნა­კე­თი ბიბ­ლი­ის ლი­მი­ტი­რე­ბულ გა­მო­ცე­მა­ზე, რო­მე­ლიც შე­უ­ფა­სე­ბე­ლი და ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რია. 2015 წელს და­ი­წყო პრო­ექ­ტი "ლურ­ჯი ოკე­ა­ნე", რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბის ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. ეს არის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მას გუ­ლის­ხმობს. ყვე­ლა წიგ­ნი პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოა ბიზ­ნე­სის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში გა­სარ­კვე­ვად, ასე­ვე, თვით­გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის­თვის. 2015 წელსვე სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ზარ­დე­ბის­თვის შე­იქ­მნა პრო­ექ­ტი "ლი­ბერ­თინ­სი", რომ­ლის ფაგ­ლებ­შიც თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­კი­თხავ ლი­ტე­რა­ტუ­რას ურ­ჩე­ვენ. ამ პრო­ექ­ტმა და­ამ­კვიდ­რა მო­ზარ­დებ­ში წიგ­ნის კი­თხვის კულ­ტუ­რა, ვი­ნა­ი­დან წლე­ბის წინ არ არ­სე­ბობ­და თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის სა­კი­თხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა და "პა­ლიტ­რა L" ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი იყო. 2015 წელსგა­მო­ი­ცა "სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი ათე­უ­ლი", რო­მე­ლიც მკი­თხველს ათ ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო და პრაქ­ტი­კულ წიგნს სთა­ვა­ზობ­და. 2016 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" თა­ნამ­შრობ­ლო­ბით, გა­მო­ი­ცა "ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია". ეს არის წიგ­ნი-ალ­ბო­მი და 24 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ნე­ტა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად გვი­ამ­ბობს. 2016 წელს სპე­ცი­ა­ლუ­რად 8-12 წლის ბავ­შვე­ბი­სათ­ვის შე­იქ­მნა სე­რია "ლი­ბერ­ქიდსი", რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ, იდუ­მალ, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­თა და მხი­ა­რუ­ლე­ბით აღ­სავ­სე სამ­ყა­რო­ში ეპა­ტი­ჟე­ბა პა­ტა­რა მკი­თხველს. 2016 წელს გა­მო­ი­ცა "ილია II - სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი" ოთხტო­მე­უ­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის ამ­სახ­ველ სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­მნე­ბო­და. 2016 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" "დის­ნე­ის" ექ­სკლუ­ზი­უ­რი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. 2017 წელს და­ი­წყო პრო­ექ­ტი "მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მე­ბი", რომ­ლის ანა­ლო­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ნამ­დე არ შექ­მნი­ლა. სე­რია არა მხო­ლოდ მსოფ­ლი­ოს 12 მუ­ზე­უმ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცულ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებ­სა და ის­ტო­რი­ულ სა­გან­ძურ­ზე მოგ­ვი­თხრობს, მუ­ზე­უ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გვიყ­ვე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის გან­ვლილ გზებ­ზე - რო­გორ უვ­ლიდ­ნენ ისი­ნი სა­კუ­თარ სა­გან­ძურს და რა­ტომ წი­რავ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი სი­ცო­ცხლეს მსოფ­ლიო შე­დევ­რე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. 2017 წელს გა­მო­ი­ცა "ჯან­მრთე­ლო­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დია ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის", რო­მე­ლიც ფას­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რაა ყვე­ლა ოჯა­ხი­სათ­ვის. 2017 წელს და­ი­წყო "სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ატ­ლა­სის" გა­მო­ცე­მა, რო­მელ­შიც მკი­თხვე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, მათ ის­ტო­რი­ას, მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს უხვი ფო­ტო­მა­სა­ლით გა­ეც­ნო­ბა. 2017 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბამ და­ი­წყო სე­რია "მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნი", რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რას ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით აერ­თი­ა­ნებს. 2017 წლი­დან გა­მომ­ცემ­ლო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი გახ­და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და დე­ბი­უ­ტან­ტი ავ­ტო­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, რაც წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამას ადას­ტუ­რებს პრო­ექ­ტი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი", რო­მელ­მაც უკვე არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა და ხელი შე­უ­წყო აღი­ა­რე­ბოს მო­სა­პო­ვებ­ლად. 2018 წელს და­ი­წყო ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ანი­მა­ცი­უ­რი გმი­რის თოვ­ლის გუნ­დას და ასე­ვე, ბას­ტი-ბუ­ბუს სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა და ფუმ­ფუ­ლა და მომ­ღე­რა­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბა. 2018 წელს გა­მო­ვი­და "სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუკა", რომ­ლის მი­ზა­ნიც სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის მე­ტად და­ფა­სე­ბა და შეყ­ვა­რე­ბაა. ეს არის სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ნი რუკა, რო­მე­ლიც თა­ვად უნდა აა­წყოთ, კე­დელ­ზე მი­ა­მაგ­როთ ან მა­გი­და­ზე მო­ა­თავ­სოთ. ის არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რუ­კის ანა­ლო­გი, თუმ­ცა მისი თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხე პაზ­ლია. პაზ­ლებ­ზე კი და­ტა­ნი­ლია ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი, ქა­ლა­ქი, დაბა, სოფ­ლე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი. 2018 წელს გა­და­წყდა სე­რია "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის" მომ­ზა­დე­ბა. პო­პუ­ლა­რუ­ლი ენით გად­მო­ცე­მუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის პირ­ვე­ლი­ვე ტო­მის გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე აღ­მოჩ­ნდა, რომ ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი ელო­და ამ პრო­ექტს. იმის გამო, რომ სე­რი­ის წიგ­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბო­და, ტო­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 36-მდე გა­ი­ზარ­და და "ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი" სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ფის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ აერ­თი­ა­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. 2018 წელს ფენ­ტე­ზი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სათ­ვის შე­იქ­მნა სე­რია "პორ­ტა­ლი", რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, ამ ჟან­რის მკი­თხვე­ლე­ბი წიგ­ნე­ბის თა­რო­ებ­ზე სა­სურ­ველ ლი­ტე­რა­ტუ­რას მარ­ტი­ვად პო­უ­ლო­ბენ. 2019 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბამ შექ­მნა "აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის" პლატ­ფორ­მა gudabooks.ge და აპ­ლი­კა­ცია "გუდა", რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, წიგ­ნე­ბის მოს­მე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ყველ­გან და ყო­ველ­თვის: ვარ­ჯი­შის, დას­ვე­ნე­ბის, მგზავ­რო­ბი­სა თუ სახ­ლის და­ლა­გე­ბის დროს. 2019 წელს და­ი­წყო სამ­ყა­როს მთავ­რი წიგ­ნის "ბიბ­ლი­ის" გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­მო­ცე­მა. "ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით", რო­მე­ლიც მკი­თხველს წმინ­და წე­რი­ლის სწო­რად გა­აზ­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, ახლა უკვე სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის ბიბ­ლი­ის კა­თედ­რა­ზე სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში შე­ვი­და. 2019 წლი­დან გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" "მარ­ველ ინ­თერ­თე­ინ­მენ­ტის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. გა­მო­ი­ცა "მარ­ვე­ლის" სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბი ქარ­თულ ენა­ზე და სუ­პერ­გმი­რე­ბის სა­კო­ლექ­ციო ფი­გუ­რე­ბი. 2019 წელს და­ი­წყო სე­რია "იკი­თხე ქარ­თუ­ლი", რო­მელ­შიც XX-XXI სა­უ­კუ­ნის შე­მოქ­მე­დე­ბაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. პრო­ექ­ტი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. სე­რი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის დი­ზა­ი­ნი მთლი­ა­ნად აგე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის პრო­ექ­ტის - "ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ქსო­ვი­ლის" მა­სა­ლებ­ზე და თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნი სწო­რედ ამ ქსო­ვი­ლე­ბი­დან აღე­ბუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი­თაა დამ­შვე­ნე­ბუ­ლი. 2019 წელს გა­მო­ი­ცა სხვდას­ხვა სა­მა­გი­დო თა­მა­ში, მათ შო­რის, "ინო­ვა­ტო­რი", რო­მე­ლიც ოჯა­ხის წევ­რებ­სა თუ მე­გობ­რებს უამ­რავ იდე­ას მო­ა­ფიქ­რე­ბი­ნებს, ასე­ვე, "ლოტო", რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც, ბავ­შვე­ბი თა­მაშ-თა­მა­შით ის­წავ­ლი­ან ფე­რებს, ფორ­მებს, თვლას. 2020 წელს და­ი­წყო პრო­ექ­ტე­ბი: "ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე" - სე­რია, რო­მე­ლიც კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შებს გა­აც­ნობს მკი­თხველს; ასე­ვე,"დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია", რო­მელ­შიც თავ­მოყ­რი­ლია 25 000 გან­მარ­ტე­ბა, 8000 დე­ტა­ლუ­რი ილუსტრა­ცია, ყვე­ლა ტერ­მი­ნი­ო­რე­ნა­ზე - ქარ­თუ­ლად და ინ­გლი­სუ­რად; "ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში", რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას სიღ­რმი­სე­ულ ნა­მუ­შე­ვარს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ქარ­თველ­თა ღვაწ­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა დიდ ნა­წილ­საც არა­თუ ვიც­ნობთ, მათ შე­სა­ხებ არც კი გვსმე­ნია. გა­მომ­ცე­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L” აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას იმის­თვის, რომ გა­ნა­ვი­თა­როს სა­გა­მომ­ცე­ლო სფე­რო, ყვე­ლა ტი­პის ადა­მი­ანს შე­ეძ­ლოს წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რის შერ­ჩე­ვა. გა­მომ­ცე­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L” – 15-წლი­ა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი.

06 ოქტომბერი, 2020 წ.