08 აპრილი, 2016 წ.
თოვლის გუნდა
თოვლის გუნდას და მის ლეგენდარულ სიმღერას ყველა მოზრდილი იცნობს, ეს ჩვენი ბავშვობის საყვარელი გმირია, მაგრამ თანამედროვე პატარებში ამ მულტფილმის ცნობადობა შედარებით დაბალია, არადა, ეს მშვენიერი, მხიარული და ქუთქუთა არსება უსაყვარლესია.
"გამომცემლობა პალიტრა L-მა" ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თოვლის გუნდა სათამაშო აჩუქა ქართველ პატარებს, 2015 წელს კი "გუდა-გუდა" წიგნის გმირადაც იქცა. 8 აპრილიდან ჟურნალ "საბავშვო კარუსელთან" ერთად "გუდა-გუდას" ახალ თავგადასავლებსაც გაეცნობით.
ეს ცნობილი ქართული მულტპერსონაჟის, თოვლის გუნდას ამბების კრებულია, რომელიც პირველ ეტაპზე 6 წიგნად გამოვა. თითოეულ წიგნს 32 ცალი სტიკერი მოყვება. რით არის ეს წიგნები გამორჩეული?
ეს პირველი მცდელობაა ქართული მულტპერსონაჟის კადრსმიღმა ისტორიის გაგრძელებისა.
სრულად
25 თებერვალი, 2016 წ.
 50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია


"გამომცემლობა პალიტრა L" ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად თვეში ერთხელ გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა.  
მათზე ბევრი გსმენიათ, შესაძლოა გიფიქრიათ და გიკამათიათ კიდეც, მაგრამ ალბათ იშვიათად გაცნობიხართ მასალას, სადაც პერსონაზე სრულიად განსხვავებული ფაქტებითა და ამბებით მოგითხრობენ. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება.
სრულად
08 თებერვალი, 2016 წ.
Libekids - მხატვრული ლიტერატურა 8+ წლის ბავშვებისთვის
Libekids 8-12 წლის ბავშვების ჯგუფია, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში პოპულარულ როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ლიტერატურას. მათ მიერ შემოთავაზებულ ნაწარმოებებს "გამომცემლობა პალიტრა L" გამოსცემს.
ტერი პრეტჩეტის "სატვირთოს გამტაცებლები" და დევიდ ბედიელის "საოცნებო მშობლები"  სწორედ მათი არჩეული წიგნებია.
წიგნის შერჩევაში აქტიურად მონაწილეობენ მასწავლებლებიცა და მშობლებიც.
სრულად