ვიდეო
დიდი ლიტერატურული კონკურსი, რომელიც მომავალი ბესტსელერის ავტორს გამოავლენს
You must have Flash Player installed in order to see this player.
გამომცემლობა "პალიტრა L"-მა უნიკალური სახალხო კონკურსი დაიწყო. "გახდი ბესტსელერის ავტორი", სწორედ ასეთი მოწოდებით მიმართავს გამომცემლობა მწერლებს, რომლებსაც საკუთარი შემოქმედების ფართო მასებისთვის გაცნობა სურთ და ასევე მათ, ვისაც ჯერ არ აქვთ შექმნილი რომანი, თუმცა ამის ნიჭი აქვთ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 30 აპრილის ჩათვლით, საკუთარი ნამუშევრების დასაწყისი (20-50 გვერდი) გაგზავნონ. მათი შეფასების პროცესში მკითხველი ჩაერთვება. მკითხველთან ერთად კონკურსს ზურგს კვალიფიციური ჟიური, ლიტერატურის ქომაგები გაუმაგრებენ. კონკურსის I ტური აპრილის ბოლოს დასრულდება და გამომცემლობაში შემოსული ყველა ნაწარმოები "პალიტრა L"-ის საიტზე აიტვირთება. შემდეგ კი, 20 დღის განმავლობაში მათი გაცნობა და ხმის მიცემა მკითხველებს შეეძლებათ. II ტურში ხალხის რჩეული ათი, ხოლო ჟიურის მიერ მოწონებული ხუთი ნაწარმოები გადავა. საბოლოოდ 5 გამარჯვებული გამოვლინდება.
27 მარტი, 2017 წ.