15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

მეტროპოლიტენი - ნიუ-იორკი

ფასი : 25 ლარი
სერია : მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები
ყდა : მაგარი
გვერდების რაოდენობა : 128
ISBN : 9789941291074
აღწერა :
სერია „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები“ მეგზურობას გაგიწევთ იმ სახელგანთქმულ მუზეუმებსა და გალერეებში, სადაც სხვადასხვა კულტურის ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა თავმოყრილი. ხელოვნების სამყაროში ეს დაუვიწყარი წარმოსახვითი მოგზაურობა, ჩვეულებრივ, ქვეყნის ისტორიასთან მჭიდროდ დაკავშირებული, თითოეული მუზეუმის შექმნისა და განვითარების ამბით, მასში შემავალი კოლექციების მიმოხილვით იწყება, რასაც მოსდევს ცალკეული შედევრის ორიგინალური მხატვრული ანალიზი და, დასასრულს ხელოვანთა მოკლე ბიოგრაფიული ექსკურსი. მკითხველისთვის ადვილად აღსაქმელი ენით გამართული, ღირებული ინფორმაციით დატვირთული და ჩინებული ილუსტრაციებით უხვად შემკული გამოცემა სამეცნიერო- პოპულარული ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშია და ხელოვნების მოყვარულ ყველა ასაკის მკითხველს უდავოდ დააინტერესებს. შესძინეთ თქვენს ბიბლიოთეკას ეს უნიკალური სერია, გადაფურცლეთ და შეაბიჯეთ მსოფლიო მუზეუმების, ხელოვნებისა და მშვენიერების სამყაროში.