წიგნი
სტიკერების ალბომი
ფასი : 3 ლარი
ISBN : 978-9941-24-567-1
აღწერა :

სუპერვარსკვლავები, 32 გუნდი და მათი 248 სტიკერი



სტიკერების საკოლექციო ალბომით გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წლების თამაშების შესახებ, ამოიკითხავთ ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩის შედეგს, პლეი ოფის კალენდარს, მერვედ ფინალში გასული გუნდების ისტორიას, სტატისტიკას და სრულ შემადგენლობებს. ...და, რაც მთავარია, ალბომის სრულად შევსებით 2016-17 წლის ჩემპიონთა ლიგის საკუთარი კოლექციის მფლობელი გახდებით.

ეს არის ფეხბურთის მოყვარულთათვის შექმნილი აზარტული პროექტი. ალბომის სრულად შესავსებად საჭიროა 248 სტიკერი, მათი შეძენა შეგიძლიათ პრესის გავრცელების ჯიხურებში, სუპერმარკეტებსა და წიგნის მაღაზიებში. ერთ პაკეტში სტიკერების 5 ბლოკია (10-მდე სტიკერი) და 1 ლარი ღირს. ალბომში ყველა სტიკერის ადგილი დანომრილია, დანომრილია სტიკერებიც. შესაბამისად, მარტივია ალბომში მათი ადგილის მოძებნა და ჩაკვრა.

დაგიგროვდათ რამდენიმე ერთნაირი სტიკერი? გაუცვალეთ მეგობარს და დაასრულეთ ალბომის შევსება. ის ვინც ალბომს სრულად შეავსებს, საჩუქრად გადაეცემა ჩემპიონთა ლიგის სპეციალური ბურთი.
Email