წიგნი
ღვინო - დიდი ენციკლოპედია
ფასი : 129.99 ლარი
ფორმატი : 23/30
ISBN : 9789941243586
აღწერა : ამოიცანით, შეარჩიეთ, შეინახეთ, დააგემოვნეთ მსოფლიოს ღვინოები

როდესაც ღვინო გატაცება ხდება, ის სამოგზაუროდ გეპატიჟებათ, მისი დაგემოვნება ხომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი?! თუმცა გამორჩეული ღვინის მოძიება არც ისე ადვილი საქმეა. ეს წიგნი დაგეხმარებათ უკეთ გაეცნოთ ღვინოებს, გახდეთ ღვინის კომპეტენტური მოყვარული და მისი დახასიათებისას არ დაგაბნიოთ ისეთმა ტერმინებმა, როგორიცაა კამკამა, კრამიტისფერი, სხეულიანი, აბრეშუმივით რბილი...
აღმოაჩინეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვენახები და ღვინოები:
- განსხვავებული ჯიშები
- ტერუარები და მათი თავისებურებები
- ღვინის დაყენების ეტაპები და დავარგების ტექნიკა...
ისწავლეთ ღვინის არჩევა, შენახვა და დეგუსტაცია:
- როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი
- როგორ შევიძინოთ ღვინო რეალურ ფასად
- როგორ მოვაწყოთ მარანი
- სწორად შევუხამოთ ერთმანეთს ღვინო და კერძი
- დავეუფლოთ დეგუსტაციის ხელოვნებას...
წიგნში აღმოაჩენთ:
- მეღვინეობის ქვეყნებისა და რეგიონების 38 რუკას
- მსოფლიოს რეგიონებისა და ღვინოების 246 მონაცემთა სქემას
- 600-ზე მეტ უნიკალურ ფოტომასალასა და ღვინის მოსავლის წლების ცხრილებს
შემოუარეთ მსოფლიოს: საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონისა და ევროპის, შეერთებული შტატების, კანადის, ლათინური ამერიკის ვენახებს. არც სამხრეთ აფრიკა და ავსტრალია დაივიწყოთ, არც აზიის კონტინეტი და არც საქართველო!

Email