წიგნი
გიორგი ბრწყინვალე
ფასი : 12.99 ლარი
სერია : საქართველოს ილუსტრირებული ისტორია
ფორმატი : 23/28.5
ISBN : 9789941217593
აღწერა : საქართველოს ისტორიის ეს ვიზუალური რეკონსტრუქცია მთავარ მოვლენებს, მნიშვნელოვან ფაქტებს, ოდესღაც რეალურად მომხდარ ამბებს ცალკეულ წიგნებად ჰყოფს და ერთ დიდ, მთავარ სერიად აერთიანებს. ეს წიგნები ყველა ასაკის ადამიანისთვის, ოჯახის ყველა წევრისთვის არის განკუთვნილი - უმცროსიდან უფროს თაობამდე... გაცნობიდან - გახსენებამდე... დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, შეიქმნა თითოეული ეპოქის საბრძოლო თუ საერო, საეკლესიო კოსტიუმები, არქიტექტურული ძეგლები, რუკები და სხვა. ყოველი აღწერილი ამბავი, ეპიზოდი, დეტალი, უნიკალური სამუზეუმო ექსპონანტი, ფოტო და ფრესკა დოკუმენტურ სიზუსტეს სძენს წიგნებს.
წიგნების ამ სერიის შესაქმნელად მეცნიერების, მხატვრების, ფილოლოგებისა თუ ტექნიკური პერსონალის დიდი გუნდი 3 წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა და შრომობს დღესაც...
დაინახე შენი ისტორია !
Email