წიგნი
სიკვდილი პიცერიაში
ფასი : 5.99 ლარი
ფორმატი : 12.5/17
ISBN : 978-9941-21-960-3
აღწერა : ამ მინირომანის კითხვა დავიწყე და ეგრევე ძალიან მომეწონა.
არ მეცალა, მაგრამ რომ დავიწყე, ვეღარ მოვწყდი. ნოდარ
დუმბაძის მიერ აღწერილი საბჭოთა პერიოდის გურია ქართველმა
მკითხველმა ზეპირად იცოდა და ახლაც იცის, მაგრამ
თანამედროვე გურიის შესახებ, ჩვენ თითქმის არაფერი ვიცოდით,
სანამ გიორგი კეკელიძემ, მთავარი ლიტერატურული
არჩევანი არ გააკეთა და პოეზიიდან პროზაში გადაინაცვლა.
არადა, შეუძლებელია თანამედროვე ლიტერატურული პროცესი
იყოს მრავალფეროვანი და სრულყოფილი, თუ თანამედროვე
ქართველი მწერლები მხოლოდ ვაკის, ვერის ან თუნდაც თბილისის
ამბებს მოყვებიან. აქ ორივე ამბავია - თბილისისაც და
გურიისაც. ნიჭიერი გურული, რომელსაც იუმორის გადასარევი
გრძნობა აქვს, საქართველოში არავის უკვირს, მაგრამ კიდევ
ერთი მწერლის დაბადება
ჩემს ქვეყანაში, ახლაც ისევე მახარებს,
როგორც ახალი საჩუქარი მახარებდა უკვე ხსენებულ საბჭოთა
ბავშვობაში.
დათო ტურაშვილი
გიორგი კეკელიძის მინირომანი, რომელიც ცნობიერების ნაკადის
მაგვარი ხერხით აფაზიურ დისკურსს მოგვაგონებს, პოსტმოდერნისტული
ბრიკოლაჟით ერთმანეთთან აწყვილებს „მობი
დიკის“ ისმაელსა თუ დანტეს კატაბაზისს, აკა მორჩილაძის
დეტექტივებსა თუ საკუთარ „გურულ დღიურებს“ და მოულოდნელი
ფინალით აკუტაგავასეული ტაკეჰიროს მონოლოგს, ხანაც სემ
მენდესისეული ლესთერ ბარნემის ისტორიასთან ასოციაციას
გვიქმნის. და ამ მსგავსებებისა თუ ციტირებების
მიუხედავად,
როგორც ქვესათაურში აცხადებს ავტორი, ეს მაინც ახალი
პროდუქტია, „სხვა დეტექტივია“.
გაგა ლომიძე
Email