წიგნი
მონეტა N5 - დრაქმა
ფასი : 6 ლარი
სერია : ქართული მონეტების ოქროს კოლექცია
აღწერა : დრაქმა. ვერცხლი. ერისმთავარი სტეფანოს I. 592 წ.
Av. მეფის ბიუსტი მარჯვნივ, თავზე სამეფო გვირგვინით. გამოსახულების მარჯვნივ და მარცხნივ
ქართული ასომთავრული ასოებით შესრულებული ზედწერილია „სტეფანოსი“.
გამოსახულების გარშემო ორმაგი შერწყმულწერტილოვანი რკალია. რკალების გარეთ, მარცხნივ,
მარჯვნივ და ქვემოთ სიმეტრიულად განლაგებული ასტრალური სიმბოლოებია _ ნახევარმთვარე
ვარსკვლავებით.
Rv. ცენტრში: ცეცხლთაყვანისმცემელთა ემბლემა _ ცეცხლის საკურთხეველი, რომლის
შევიწროებულ ადგილზე შებმულია ბაფთა ზემოთ აწეული ბოლოებით. საკურთხევლის მარცხნივ
და მარჯვნივ, სახით პირდაპირ, ორი მცველია. საკურთხევლის ზემოთ მოთავსებულია ჯვარი.
მონეტა გარშემოვლებულია სამმაგი რკალით, რომელთა გარეთ მოთავსებულია ოთხი ასტრალური
სიმბოლო.


Email