15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

ჩვენი ეპოქა (ტომი V)

ფასი : 11.99 ლარი
ყდა : მაგარი
გვერდების რაოდენობა : 152
ფორმატი : 21.5/27.5
ასაკი : უფროსებისთვის
ISBN : 9789941218163
აღწერა :
ოთარ ჭილაძე: „ჩვენ ამირანის გამჩენი ხალხი ვართ და ჩვენი ხსნა მხოლოდ ბრძოლაა, ანუ
ჩვენთვის ყველაფერი ბრძოლაა: ლხინიც, გლოვაც... ყველაფერი, რითიც საკუთარ ვინაობას
ადასტურებს და მეობას წარმოაჩენს ადამიანი. ჩვენც სამშობლოსთან ერთად ვიწვით ცოცხლად,
მარადიულ ცეცხლში“
ჰაიდი ტალიავინი: „რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ბრალდება ქართველების მიერ გენოციდის
ჩადენისა, იყო ერთ-ერთი სერიოზული უსაბუთო მტკიცება… მისია ასკვნის, რომ მტკიცება ქართველების
მხრიდან გენოციდის ჩადენისა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის კონტექსტში, არც კანონში
იქნა მოპოვებული და არც დამტკიცებულია ფაქტობრივი მტკიცებულებებით“
26 მაისს სპეცრაზმელები ჯგუფებად მისდევდნენ გაქცეულებს და ურტყამდნენ ხელკეტებს,
აწვენდნენ დაბლა და ბორკილებს ადებდნენ.
ყველა მამაკაცი, ვინც ხელთ ჩაიგდეს, დააკავეს. თუ ორი-სამი კაცი ერთად გარბოდა, უმიზნებდნენ
და ესროდნენ რაღაცას, რაც დაცემისთანავე ფეთქდებოდა და კვამლი დგებოდა
ბიძინა ივანიშვილი: „მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე უარვყოფდი პოლიტიკაში მოსვლის
ალბათობას. მიმაჩნდა, რომ როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, თავისუფალს ყოველგვარი
დამატებითი ვალდებულებებისგან, უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ დღევანდელმა
პოლიტიკურმა გარემომ ნათლად დამანახა ჩემი შეხედულებების შეცვლის აუცილებლობა. დიდი
ფიქრისა და ანალიზის შემდეგ მივხვდი, რომ აღარ მქონდა არჩევანი“
18 სექტემბერს ტელევიზიით გადაიცა ვიდეომასალა, სადაც პატიმრების წამებაა ასახული –
წრიულად მდგომი ციხის პერსონალი პატიმრებს უმოწყალოდ სცემს. ასე გავრცელდა ციხეში
სექსუალური ძალადობის კადრები. თბილისში ათასობით აღშფოთებული ადამიანი გამოვიდა
საპროტესტო აქციაზე. მმართველი პარტია პირველად დადგა ასეთი სერიოზული გამოწვევის წინაშე
1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა კოალიცია „ქართულმა
ოცნებამ“